X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ენა და კულტურა
ანოტაცია
2025 წლის 30-31 მაისს ქუთაისში გაიმართა X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“, რომელიც ხელოვნებისა და პედაგოგიურ მეცნიერებათა განვითარების ფონდის ორგანიზებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩატარდა. კონფერენცია მიეძღვნა ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს პოლიკარპე კაკაბაძეს, ცნობილ მხატვარ დავით კაკაბაძესა და პროფესორ სარგის კაკაბაძეს. ღონისძიებამ გააერთიანა საქართველოსა და უცხოეთის მრავალი სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები. კონფერენციაზე ექვსი სექცია მუშაობდა, რომლებშიც მონაწილეებმა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მრავალფეროვან საკითხებზე მოხსენებები წარმოადგინეს. დატვირთული სამუშაო დღე მონაწილეთა არაფორმალური საერთო ვახშმით დასრულდა.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
ქრონიკა
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .