ჟურნალის შესახებ

ჟურნალის შესახებ

ჟურნალში წარმოდგენილი კვლევითი სტატია შეიძლება იყოს ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი, ისტორიოგრაფიული პროფილის ორიგინალური გამოკვლევა. ტერმინი „წყაროთმცოდნეობა“ გამოყენებულია ფართო გაგებით ანუ როგორც ყველა ტიპის წყაროთა (და არა მხოლოდ წერილობითი წყაროების) შემსწავლელი მეცნიერება. შესაბამისად, ჟურნალში დასაბეჭდად მიიღება ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგში შესრულებული ნაშრომებიც. არც რეგიონის, არც ქრონოლოგიის მიხედვით შეზღუდვა არ არსებობს. კვლევა შეიძლება შეეხებოდეს უძველესი დროიდან დღემდე პერიოდში ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას და ნებისმიერი ხალხსი ისტორიულ გამოცდილებას.

ჟურნალში კვლევითი სტატიები ს გარდა შესაძლებელია წყაროების ტექსტების გამოქვეყნებაც შესაბამისი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კომენტარებით;

მიიღება წყაროთა და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანები, რეცენზიები, სამეცნიერო ცხოვრების სხვადასხვა ფაქტის (კონფერენციის, ვორქშოფის, წიგნის პრეზენტაციისა და ა.შ.) ამსახველი ინფრომაციები, სამეცნიერო პოლემიკის ამსახველი მასალები, დარგის სპეციალისტების შესახებ მოგონებები, ნეკროლოგები.

ჟურნალი „ქართული წყაროთმცოდნეობა“ გამოდის ყოველწლიურად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დაფინანსებით.

ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება უფასოა. უფასოდ მიიღებენ ავტორები ჟურნალის ერთ ბეჭდურ ცალს.

სტატიის რეცენზირების სტანდარტი

ჟირნალის რედკოლეგიისათვის გაგზავნილი სტატია გაივლის რედკოლეგიის პირველად შემოწმებას. ტექნიკური შესაბამისობის დადგენის შემდეგ სტატიები გადაეგზავნებათ რეცენზენტებს. რეცენზირების პროცესი ორმხრივად ანონიმურია, რეცენზენტი და სტატიის ავტორი არ შეიძება ეკუთვნოდნენ ერთსადაიმავე ორგანიზაციას. საჭიროების შემთხვევაში სტატია შეიძლება გადაეგზავნოს მესამე რეცენზენტსაც.

საბოლოო გადაწყვეტილებას სტატიის გამოქვეყნების თაობაზე, სამეცნიერო ექსპერტების რეკომენდაციებისა და შენიშვნების განხილვის, აგრეთვე, ავტორთა განმარტებებისა გათვალისწინების საფუძველზე, იღებს რედკოლეგია.

ღია წვდომის პოლიტიკა

ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ მასალებზე წვდომა თავისუფალია.