კავკასიის საცენზურო კომიტეტის არქივში დაცული XIX საუკუნის 70-იანი წლებისა და 80-იანების დასაწყისის ზოგიერთი უცნობი მასალის შესახებ
ანოტაცია
სტატიაში შესწავლილია მასალები, რომლებიც საქართველოს ეროვნული არქივის კავკასიის საცენზურო კომიტეტის ფონდშია დაცული.
კომიტეტის არქივში შენახულია ქართველი მწერლების: ალექსანდრე ყაზბეგის, დავით დადიანის, კოტე ყიფიანის, აღალო თუთაევისა (თუთაშვილი) და სხვათა პიესები, რომლებიც ფართო საზოგადოებისათვის უცნობია. ზოგიერთი პიესა კავკასიის საცენზურო კომიტეტს აუკრძალავს იმის გამო, რომ მათში იმპერიისათვის მიუღებელი შინაარსი დაუნახავთ.
კომიტეტის არქივში დაცულია ხელნაწერი, რომელიც ეკუთვნის დიდ ქართველ პოეტს, – აკაკი წერეთელს. ეს არის მისი ლექცია, რომელშიც რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ არის საუბარი. ჩვენ ხელნაწერი შევუდარეთ გამოქვეყნებულ ტექსტს, აღმოჩნდა, რომ მათ შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავებები...
სტატიას დართული აქვს რამდენიმე ხელნაწერის ფოტოსურათი.
საარქივო მასალებიდან გაირკვა ფართო საზოგადოებისათვის უცნობი ფაქტი: ცნობილ ქართველ მოღვაწე – ნიკო ნიკოლაძეს 1878 წელს დუელში გამოუწვევია საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე – დიმიტრი ფურცელაძე; ამ უკანასკნელს დუელზე უარი უთქვამს.
არქივში აღმოჩნდა საზოგადოებისათვის უცნობი ნახატები XIX საუკუნეში ევროპული მასშტაბით სახელგანთქმული ილუსტრატორის – მიხაილ ჩემოდანოვისა; ამჯერად ვაქვეყნებთ მის რამდენსამე ნახატს და ვგეგმავთ აღმოჩენილი ილუსტრაციების გამოცემას.
კავკასიის საცენზურო კომიტეტის შემდგომი ხანის მუშაობის შესახებ მომდევნო სტატიებში ვაპირებთ საუბარს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .