საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ისტორიული რეპრეზენტაცია 1980-იანი წლების მეორე ნახევრის საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.51364/sourcestudies/KWWY8150ანოტაცია
თანამედროვე ქართულ მეცნიერებაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული დამახინჯებული ისტორიული ნარატივების კრიტიკასა და დეკონსტრუქციას. ამ კონტექსტში განსაკუთრებით თვალსაჩინო ადგილი უჭირავს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) შესწავლას. საბჭოთა მმართველობის სამოცდაათი წლის განმავლობაში 1918-1921 წლების საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობა ან საზოგადოებრივი მეხსიერებიდან იყო ამოშლილი, ან უარყოფითად წარმოჩენილი. 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა დაძაბულობამ საბჭოთა კავშირში ცენზურა შეასუსტა, საქართველოში სხვადასხვა სახის პუბლიკაციები უფრო თავისუფლად გამოჩნდა. ამ ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და პირებს მიეძღვნა. გაზეთებში დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ სტატიების, საარქივო მასალებისა და მოგონებების გამოქვეყნება, რამაც ქართული საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაზე ძლიერი გავლენა მოახდინა. კვლევა შეისწავლის, როგორ ხდებოდა ისტორიის რეპრეზენტაცია საქართველოში 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში, განსაკუთრებული ყურადღებით ორი ძირითადი თემის — საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების — წარმოჩენასა და ინტერპრეტაციაზე. კვლევა ძირითადად ეფუძნება შესასწავლი პერიოდის მემუარულ მასალასა და იმდროინდელ გაზეთებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
ისტორიოგრაფია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .