მცენარეთა სახელწოდებები ბულეფიდან: გერმანელი ბოტანიკოსის წვლილი ლაზურის დოკუმენტირების საქმეში

ავტორები

  • ზაალ კიკვიძე არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია გერმანელი ბოტანიკოსის კარლ ჰაინრიხ ემილ კოხის მიერ ლაზურ სოფელ ბულეფში მოპოვებული და ჩაწერილი ფიტონიმები (მცენარეთა სახელები), რომელიც ავტორმა შეიტანა თავის 1846 წელს გამოქვეყნებულ მოგზაურობის ამსახველ წინგში. ნაშრომში ფიტონიმების სახელწოდებების დალაგებულია ლექსიკონური სახით: ლაზურ ფიტონიმებს თან ახლავს გერმანული თარგმანი. სულ არის 42 ჩანაწერი; თუმცა, ლაზური ფიტონიმების საერთო რაოდენობა რეალურად არის 43, რადგან სიტყვა „ლობიოს“ შესახებ ლექსიკონში ორი ჩანაწერია წარმოდგენილი: Lobia და Hatschi.

კოხის მონაცემებს უნდა შედარდეს წინა და თანადროულ წყაროებში მოცემულ მონაცემებთან. ლაზური ლექსიკური მახასიათებელბის შესწალისათვის უფრო ძველი, მრავალენოვანი წყაროც მოგვეპოვება, ესენია ორი მრავალენოვანი კომპენდიუმი, ერთი გამოქვეყნებული მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის ბოლოს და მეორე მე-19 საუკუნის დასაწყისში; თუმცა მათში დაცული მასალის სიმცირისა და არასანდოობის გამო მათი მათი მხედველობაში მიღება სათუოა. რაც შეეხება კოხის თანამგზავრის გ. როზენის მიერ ლაზური ენის გრამატიკის ესკიზში შეტანილ ლაზურს სიტყვებს, მათ შორის არის არაერთი დამთხვევა; თუმცა, რაც შეეხება მცენარეთა სახელებს, კოხის სია აშკარად უფრო წარმომადგენლობითია, ვიდრე როზენის ლექსიკონი.

ამ ლექსიკონებში დაცული სიტყვათა შემდგომი კვლევა უცილებლად მოითხოვს მოგვიანებით აღმოჩენილ ლექსიკოგრაფიულ წყაროებთან მათ შედარებას. აშკარაა, რომ იმის გამო, რომ კოხის ლექსიკონი შეუმჩნეველი დარჩა, მისი მონაცემები არცერთ წყაროში არ არის დაცული; თუმც, ასეთ შედარებებს შეუძლია გვაჩვენოს, რამდენად სანდოა ცალკეული ერთეულები და მოიცავს თუ არა ჩამონათვალი რაიმე ისეთ მასალას, რომელიც სხვაგან არ გვხვდება.

უკვე არსებული შედარებებისა და ლაზურის ხელმისაწვდომი ლექსიკოგრაფიული წყაროების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ჩემი წინასწარი დაკვირვების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ კარლ კოხის ფიტონიმების სია, რომელიც მოპოვებულია და ჩაწერილია ლაზურ სოფელ ბულეფში, ორიგინალური, სანდო და რეპრეზენტატული რესურსი და ღირებული შენატანია ლაზური ენის დოკუმენტირების საქმეში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-10

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები