ორი საარქივო დოკუმენტი ქართულ ისტორიოგრაფიაში გეორგიევსკის ტრაქტატის შესწავლის ისტორიის შესახებ
DOI:
https://doi.org/10.51364/sourcestudies/YIJA3925ანოტაცია
ქართული ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა 1783 წელს ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის შესწავლა და შეფასება. საკითხის მუდმივი აქტუალობის გამო ტრაქტატის ანალიზი ხშირად სცდება მხოლოდ აკადემიურ წრეებს და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფში დისკუსიას იწვევს. გეორგიევსკის ტრაქტატის ისტორიოგრაფიული შეფასება ორ საუკუნეზე მეტია მიმდინარეობს; სხვადასხვა ეპოქაში ინტერპრეტაციები იცვლებოდა და სხვადასხვა ასპექტზე კეთდებოდა აქცენტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპია საბჭოთა პერიოდი, როდესაც ისტორიის კვლევამ და სწავლებამ უპრეცედენტო პოლიტიზაცია და იდეოლოგიური ჩარჩო მიიღო. საბჭოთა ხანაში ტრაქტატის კვლევა რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო 1983 წელი, როდესაც საბჭოთა საქართველოში ტრაქტატის 200 წლისთავი ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით აღინიშნა. გამოიცა მრავალი სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომი, გადაიღეს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები და გაიმართა სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიება. იუბილეს დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სამეცნიერო დაწესებულებებს, განსაკუთრებით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს. ინსტიტუტს საქართველოში ისტორიული კვლევის წამყვანი ადგილი ეკავა და მის საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა და საჯაროობა ენიჭებოდა. წინამდებარე პუბლიკაციაში წარმოდგენილია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივში დაცული ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლებიც ნათელს ჰფენს ინსტიტუტის როლს აღნიშნულ საიუბილეო და სამეცნიერო პროცესებში. ეს საარქივო მასალები აკადემიურ ლიტერატურაში პირველად ქვეყნდება და მკითხველს უცვლელი ტექსტით მიეწოდება. დაცულია ავტორის სტილი; გასწორებულია მხოლოდ პუნქტუაცია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოტოვებული სიტყვები კვადრატულ ფრჩხილებშია აღდგენილი. პუბლიკაციას თან ახლავს ჩვენი სარედაქციო შენიშვნები.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
საარქივო მასალების პუბლიკაცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .