პეტრე ბუტკოვი 1779-1781 წლებში სამხრეთ კავკასიაში მომხდარი ზოგიერთი მოვლენის შესახებ
DOI:
https://doi.org/10.51364/sourcestudies/NMAM1178ანოტაცია
„ქართული წყაროთმცოდნეობის“ წინამდებარე ნომერში ქვეყნდება პ. ბუტკოვის ნაშრომის „მასალები კავკასიის ახალი ისტორიისათვის, 1722-1803“ შერჩეული თავების ქართული თარგმანი. რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცერი ბუტკოვი ამ მონაკვეთებში აღწერს 1780 წელს შაქის ხან ჰუსეინის გადაყენებასა და შემდგომ მკვლელობას (თავი 88); განჯის სახანოს ერეკლე II-ისა და ყარაბაღის ხან იბრაჰიმის მიერ ერთობლივად დამორჩილებას; ერეკლე II-ის 1779-1780 წლების ლაშქრობებს, რომელთა მიზანი ერევნის ხანზე კონტროლის აღდგენა იყო; დერბენტის ხან ფათალისა და მისი მოკავშირეების ლაშქრობებს ყარაბაღის სახანოს წინააღმდეგ, აგრეთვე ერეკლე მეფის მიერ იბრაჰიმ ხანისათვის გაწეულ სამხედრო დახმარებას (თავი 89). 90-ე თავში მოთხრობილია თბილისში ნესრ-ულა მირზას გამოჩენა — პირისა, რომელიც თავს ნადირ-შაჰის შვილთაშვილად ასაღებდა და რომლის ჩამოსვლამ ერეკლე II-ს შორსმიმავალი პოლიტიკური გეგმები დაასახვინა; თავი სრულდება თვითმარქვიას სიკვდილის შესახებ სხვადასხვა ცნობით. ქართული თარგმანი შეასრულეს დავით მერკვილაძემ და ერეკლე ხუციშვილმა; მათვე შინაარსის შესაბამისად შეურჩიეს თავებს სათაურები.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
წყაროთა თარგმანი და წარდგინება
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .