სტუდენტური საისტორიო ძიებანი (III, 2023)
ანოტაცია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ ახლახან გამოსცა სამეცნიერო ჟურნალ „სტუდენტური საისტორიო ძიებანის“ მესამე ნომერი. პირველი და მეორე ნომრების მსგავსად, ეს გამოცემაც ფართო საზოგადოებისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსის მხარდაჭერით გახდა ხელმისაწვდომი. სარედაქციო კოლეგიის განცხადებით, ჟურნალის მთავარი მიზანია უკვე ჩამოყალიბებული მიმართულების შენარჩუნება. კერძოდ, ნაშრომები განსახილველად მხოლოდ ორმაგი ანონიმური რეცენზირების პროცესის გავლის შემდეგ მიიღება. გამოსაქვეყნებლად შერჩეული სტატიები საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის მრავალფეროვან საკითხებს მოიცავს, ავტორებს შორის კი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები არიან. ჟურნალი განთავსებულია OJS პლატფორმაზე და ყველა ნომერი ელექტრონულად თავისუფლად არის ხელმისაწვდომი მის ვებგვერდზე.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
წიგნების მიმოხილვა
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .