ევროპის სოციალური ისტორიის კონფერენცია 2025 (ნიდერლანდები, 26-29 მარტი)

ავტორები

  • სოფიო ქადაგიშვილი თსუ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ავტორი

ანოტაცია

ევროპის სოციალური ისტორიის კონფერენცია სოციალური ისტორიისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმია. 1996 წლიდან იგი ყოველ ორ წელიწადში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით მკვლევარს აერთიანებს. წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების მასპინძლობით გამართული ESSHC 2025 ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტში ჩატარდა და 52 ქვეყნიდან 1 500-ზე მეტი მომხსენებელი შეკრიბა. კონფერენცია თემატური და მეთოდოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა და საფუძვლიანი სამეცნიერო დისკუსიისა და ინტერდისციპლინური გაცვლის სივრცეს ქმნის. სესიები, ჩვეულებრივ, ვრცელი დებატებით სრულდება, რაც როგორც მომხსენებლებს, ისე მონაწილეებს ერთმანეთის ნაშრომების კრიტიკული განხილვის ღირებულ შესაძლებლობას აძლევს. ESSHC 2025 ხელს უწყობს თანამედროვე გლობალურ გარდაქმნებზე ორიენტირებული ახალი მეთოდოლოგიებისა და კვლევითი მიმართულებების განვითარებას. კონფერენცია პანელურ სესიებადაა ორგანიზებული და მოიცავს თემების ფართო სპექტრს: შრომის ისტორიას, გენდერსა და ფემინისტურ ისტორიოგრაფიას, მიგრაციასა და დიასპორას, კლიმატისა და გარემოს ისტორიას, განათლებასა და ურბანულ განვითარებას. 2025 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისტორიის როლს თანამედროვე — პოლიტიკურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ — კრიზისთა გააზრებაში. საქართველოდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი და დოქტორი მანუჩარ გუნცაძე. აკადემიურ პროგრამასთან ერთად გაიმართა წიგნის გამოფენა და არაფორმალური პროფესიული ურთიერთობის სივრცეები, რაც კონფერენციის, როგორც აქტიური სამეცნიერო დიალოგისა და თანამშრომლობის ცენტრის, მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-08-17

გამოცემა

სექცია

ქრონიკა