თეატელი მისიონერები საქართველოში ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ
ანოტაცია
XVII საუკუნის პირველ ნახევარში იტალიიდან საქართველოში კათოლიკური სარწმუნოების გასავრცელებლად ჩამოსული თეატელი მისიონერები დიდ ყურადღებას უთმობდნენ და დასავლეთ საქართელოში გავრცელებული ტყვეთა სყიდვის ფაქტს. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ სტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის, ადგლიობრვი მთავრებისადმი მოწოდებების სახითაც. ცდილობდნენ ადგილობრივ მოსახლეობის დახმარებას, და თუმცა ამ მცდელობებმა ცალკეულ შემთხვევებში გარკვეული შედეგი გამოიღო, რეგიონში ტყვეებით ვაჭრობის არსებობას იმ დროისთვის ძლიერი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა და მისი აღმოფხვრა მათ შესაძლებლობებს აღემატებოდა.
წარმოდგენილ სტატიაში, კათოლიკე მისიონებრების, მათ შორის, არკანჯელო ლამერტის, კრისტეფოფორ დე კასტელი, ჯუზეპე ჯუდიჩესა და პიეტრო ავიტაბილეს ანგარიშებზე დაყრდნობით, განხილულია მათ მიერ საქართველოში მონათა ვაჭრობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .