უფალთან ყველა ცოცხალი: ალექსეი ლიდოვის მოსაგონარი

ავტორები

  • მარიამ ჩხარტიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თსუ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ავტორი

ანოტაცია

ალექსეი ლიდოვი (1959-2025), ცნობილი რუსი ხელოვნებათმცოდნე, ბიზანტინისტი და იეროტოპიის — საკრალური სივრცეების შექმნის კვლევის — კონცეფციის დამფუძნებელი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი მრავალი ნაშრომის, მათ შორის ოცდაათი მონოგრაფიის ავტორი იყო და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ხშირად კითხულობდა ლექციებს. მისი იდეები, განსაკუთრებით „სივრცითი ხატებისა“ და „ხატ-პარადიგმების“ ცნებები, ხელოვნების ისტორიასა და რელიგიის კვლევებში ფუნდამენტური გახდა. მარიამ ჩხარტიშვილი იხსენებს ლიდოვთან მრავალწლოვან პროფესიულ და პირად მეგობრობას, მის ვიზიტებს საქართველოში, გავლენას საკუთარ სამეცნიერო საქმიანობაზე და ქართულ კულტურასთან მის ღრმა კავშირსა და სიყვარულს. ლიდოვის გარდაცვალება წარმოდგენილია როგორც დიდი დანაკლისი მეცნიერებისა და ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც მას იცნობდა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-08-17

გამოცემა

სექცია

მოსაგონარი