ქალაქ ატენისა და ატენის ხეობის მნიშვნელობა X-XII საუკუნეების ქართულ პოლიტიკაში
ანოტაცია
ტანას ხეობა თრიალეთის ქედის ჩრდილო კალთაზე მდებარეობს და ადრეული პერიოდიდანვე მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სამეურნეო სივრცე იყო. ხეობაზე გადიოდა შიდა ქართლის ქვემო ქართლთან, სომხეთთან და მესხეთ-ჯავახეთთან დამაკავშირებელი გზა; ტერიტორია საუკუნეების განმავლობაში სამეფო კარისა და ეკლესიის ინტერესის საგანს წარმოადგენდა. X საუკუნეში „ატენის ქვეყანას“ ბაღვაშთა ძლიერი ფეოდალური სახლი ფლობდა, მოგვიანებით კი ბაგრატ III-მ ატენის ციხე სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა. ბაგრატ IV-ისა და დავით აღმაშენებლის ხანაში ატენის მნიშვნელობა კიდევ გაიზარდა და აქ სამეფო საჭურჭლეც ინახებოდა. ნაშრომში საარქივო და ნარატიული წყაროების საფუძველზე გაანალიზებულია ატენისა და ტანას ხეობის პოლიტიკური მნიშვნელობა X-XII საუკუნეებში.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .