როჯერ ბეკონი: ესქატოლოგიური საკითხები, გეოგრაფიული ცოდნა და სამეცნიერო მეთოდი XIII საუკუნეში
ანოტაცია
სტატიაში განხილულია როჯერ ბეკონის „Opus Majus“-ში ესქატოლოგიურ ხალხებთან, კასპიის კარიბჭესთან და სამყაროს აღსასრულთან დაკავშირებული ცნობები. ავტორი აჩვენებს, რომ ბეკონთან კასპიის კარიბჭის ტრადიციული წარმოდგენა იცვლება: დერბენტი, დარიალის უღელტეხილი და ჰირკანიის „ალექსანდრეს ზღუდეები“ სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიული ნიშნებით ერთიანდება. ბეკონი ცდილობს ძველი გადმოცემები თანამედროვე პოლიტიკური და გეოგრაფიული ცოდნის ფარგლებში რაციონალურად ახსნას. ესქატოლოგიური მოლოდინების შესწავლა მისთვის ასევე ექსპერიმენტული მეცნიერების პრაქტიკული გამოყენების ნაწილია, თუმცა ეს კვლევა ქრისტიანული რწმენის ჩარჩოში რჩება.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .