თემის მმართველობითი ორგანოები გვიანი შუა საუკუნეების სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში − „ოლქობა“

ავტორები

  • ბექა მგელაძე ავტორი

ანოტაცია

გვიანი შუა საუკუნეების სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთიანეთში ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების პირობებში მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა ადგილობრივ თვითმმართველ ინსტიტუტებს. აჭარის ხეობებში თემის უხუცესთა კრებები თავდაპირველად „მოყრიანობის“, მოგვიანებით კი ოსმალობის პერიოდში „ოლქობის“ სახელით იყო ცნობილი. „ოლქობა“ ასრულებდა სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ფუნქციებს და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ერთეულსაც - „ოლქას“ - აყალიბებდა. ამგვარად, იგი წარმოადგენდა ადგილობრივ საზოგადოებრივ თვითმმართველ ორგანოს, რომელიც პატრიარქალურ ყოფასა და ტრადიციულ სოციალურ ნორმებს შეესაბამებოდა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-08-17

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები