გოდერძის უღელტეხილის ნამოსახლარები შუა საუკუნეებში (ნაგებობანი, მეურნეობა და ცხოვრების წესი)
ანოტაცია
გოდერძის უღელტეხილი სამცხისა და აჭარის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სივრცეა, სადაც სხვადასხვა პერიოდის დასახლებებისა და კულტურული ნაშთების მრავალფეროვანი კვალია შემორჩენილი. განსაკუთრებით საყურადღებოა ბეშუმის მიდამოებში გამოვლენილი XI-XIII საუკუნეების ნამოსახლარები, რომლებიც მდინარეთა ტერასებსა და ფერდობებზეა განლაგებული. საცხოვრებელი კომპლექსები მონოლითური ქვით ნაგები ერთ ან რამდენიმე შენობას აერთიანებდა და, სავარაუდოდ, რამდენიმე თაობის ერთობლივ ცხოვრებასა და საერთო მეურნეობას ემსახურებოდა. დასახლებებს შორის გზები და საერთო სივრცეები სოციალურ და რელიგიურ კავშირებსაც ასახავს. ნაშრომი ამ მასალაზე დაყრდნობით შუა საუკუნეების მთის მოსახლეობის საცხოვრებელ ფორმებს, მეურნეობასა და ცხოვრების წესს განიხილავს.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .