რუსეთის პოლიტიკური თამაში სოლომონ I-თან და კაპიტან შტედერის მისია იმერეთში
ანოტაცია
ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის საიმპერიო კარმა, ოსმალეთთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, იმერეთის სამეფოსთან ოფიციალური მფარველობის ხელშეკრულების გაფორმება გადადო. ამავე დროს რუსეთი ომის შემთხვევაში სოლომონ I-ის სამხედრო ძალის გამოყენებას გეგმავდა და შიშობდა, რომ იმერეთის მეფე პოლიტიკურ ორიენტაციას შეიცვლიდა. კავკასიაში რუსული ჯარების სარდალმა პავლე პოტიომკინმა სოლომონთან კაპიტანი ლეონ ფონ შტედერი გაგზავნა. 1783 წლის 28 დეკემბერს რუსეთ-ოსმალეთის ახალი შეთანხმების შემდეგ ომის საფრთხე შემცირდა და იმერეთის სამხედრო ძალის გამოყენების საჭიროებაც მოიხსნა, რის შედეგადაც რუსეთის ეს პოლიტიკური თამაში იმ ეტაპზე დასრულდა.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .