წმ. დავით გარეჯელის „ცხოვრების“ კიმენურ ვერსიაში შესული ისტორიული ფაქტები და ტოპოსები

ავტორები

  • ლადო მირიანაშვილი ავტორი

ანოტაცია

ჰაგიოგრაფიული თხზულებების მიზანი წმინდანის ზუსტი ბიოგრაფიის შექმნა კი არა, მისი იდეალური ასკეტისა და სასწაულთმოქმედის სახით წარმოჩენა იყო, რის გამოც ავტორები ბიბლიურ და ადრეულ ჰაგიოგრაფიულ ტოპოსებს ფართოდ იყენებდნენ. სტატიაში წმ. დავით გარეჯელის „ცხოვრების“ ტოპოსები შედარებულია სხვა წმინდანთა ცხოვრებებთან და გარეჯის მატერიალური კულტურის მონაცემებთან. კვლევა აჩვენებს, რომ ტოპოსები ძირითადად წმინდანის პიროვნული სახის აღწერას ეხება, ხოლო მონასტრული ცხოვრების კონკრეტული დეტალები არქეოლოგიური მასალით დასტურდება. განსაკუთრებით საყურადღებოა მრავალგამოქვაბული საცხოვრებელი კომპლექსები, პირადი სალოცავი სივრცეები და ანაქორეტული ცხოვრების ხანგრძლივი ტრადიცია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-08-17

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები