პროზელიტიზმი ჰაგიოგრაფიულ ტექსტში: კლასიფიკაცია და ნაციონალური თავისებურებები
ანოტაცია
ნაშრომში განხილულია პროზელიტიზმის თეორიული და მეთოდოლოგიური ასპექტები, მისი გავრცელების მიზეზები და ისტორიული თავისებურებები. ქართული ისტორიული და ჰაგიოგრაფიული წყაროების საფუძველზე ავტორი გამოყოფს პროზელიტიზმის ოთხ ტიპს: ნებადართულს, იძულებითს, ქართველთა შორის აკრძალულს და უცხოელთა შორის აკრძალულს. თითოეული ტიპი დაკავშირებულია ქრისტიანობის გავრცელების განსხვავებულ ეტაპებსა და პოლიტიკურ გარემოებებთან, მათ შორის ქართლის სპარსელთა და არაბთა მიერ დაპყრობასთან. კლასიფიკაცია საშუალებას იძლევა გამოიკვეთოს ქრისტიანული პროზელიტიზმის რეგიონული და ეროვნული თავისებურებები და მათი ფუნქცია ქართულ ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .