რომელი გიორგის სახელითაა მოჭრილი გიორგისა და თამარის მონეტა?
ანოტაცია
სტატიაში განხილულია თამარისა და გიორგის სახელით მოჭრილი შუა საუკუნეების ქართული მონეტის ატრიბუციის სადავო საკითხი. განიხილება სამი შესაძლო გიორგი: გიორგი III, თამარის პირველი მეუღლე გიორგი რუსი და გიორგი IV ლაშა. პახომოვისა და კაპანაძის განსხვავებული მოსაზრებებისა და დამატებითი ნუმიზმატიკური ნიშნების გაანალიზების საფუძველზე ავტორი ასკვნის, რომ მონეტაზე მოხსენიებული გიორგი უფრო დიდი ალბათობით გიორგი რუსია და ემისია 1185-1187 წლებს ან 1191 წლის აჯანყების პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს. დასკვნას ამყარებს ტექნიკური ნიშნები, სახელების შემოკლების ფორმა, მონეტის იშვიათობა და გიორგი III-ის მონეტებზე გადაჭედილი ნიმუშები.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .