დრამატურგის ისტორიული პიესა და ისტორიკოსის იდეოლოგიური ინტერპრეტაცია: ნიკო ბერძენიშვილის გამოხმაურება პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმლის“ გამო

ავტორები

  • მერაბ ღაღანიძე ავტორი

ანოტაცია

ნაშრომი ეხება პოლიკარპე კაკაბაძის ისტორიულ პიესას, რომელიც საბოლოოდ „კახაბერის ხმლის“ სახელით გამოიცა, და ნიკო ბერძენიშვილის 1955 წლის რეცენზიას. მიუხედავად ისტორიული თემატიკისა, პიესის სიუჟეტი რეალურ მოვლენებს თავისუფლად იყენებს და მეტწილად მითურ-ფოლკლორული გარემო აქვს. ბერძენიშვილი პიესის განხილვისას შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის არაერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო და მოვლენები მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის, კლასობრივი ბრძოლისა და „პროგრესული“ და „რეაქციული“ ძალების დაპირისპირების ჭრილში შეაფასა. სტატია ასევე განიხილავს ეროვნების, პიროვნებისა და კოლექტივის ურთიერთმიმართების საკითხებს და ხაზს უსვამს, რომ დრამატურგისა და ისტორიკოსის ცალკეული მსგავსებები მათ იდეოლოგიურ იდენტობას არ ნიშნავს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-08-17

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები