ქართული ეროვნული იდენტობის ეთნოსიმბოლისტური კვლევა
ანოტაცია
საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ქართული ერის ფორმირება ძირითადად მარქსისტული სოციოლოგიის საფუძველზე იყო წარმოდგენილი. XXI საუკუნის დასაწყისიდან ავტორი ქართული იდენტობის ისტორიის შესასწავლად ეთნოსიმბოლისტურ მიდგომას იყენებს და სტატიაში ორი ათწლეულის კვლევით გამოცდილებას აჯამებს. მისი ძირითადი დასკვნით, ქართული იდენტობა ხანგრძლივი პროცესის შედეგია, რომელიც ეთნიკურ და ეროვნულ განვითარების დონეებს მოიცავს და საუკუნეების განმავლობაში თვითიგივეობას ინარჩუნებს. სწორედ ეს უწყვეტობა განაპირობებს ქართული შემთხვევის განსაკუთრებულობას. ავტორი მოკლედ ეხება მის მიდგომაზე გამოთქმულ კრიტიკასაც და მომავალში როგორც ეთნოსიმბოლისტური ინტერპრეტაციების, ისე დასავლური სოციალური თეორიის ქართულ ისტორიოგრაფიაში დანერგვის სირთულეების უფრო ფართოდ განხილვას გეგმავს.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
თეორიული და ინტერდისციპლინური მიდგომები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .