არქეოლოგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (სოფელ ქობულეთის 2019 წლის ინტერდისციპლინური არქეოლოგიური ექსპედიციის გამოცდილება)
ანოტაცია
თანამედროვე არქეოლოგიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მეთოდების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეისტორიული ძეგლების შესწავლისას. 2019 წელს სოფელ ქობულეთში ჩატარდა აჭარის ქვის ხანის არქეოლოგიის ისტორიაში პირველი ფართო ინტერდისციპლინური ექსპედიცია, რომელშიც არქეოლოგებთან ერთად საბუნებისმეტყველო დარგების სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ. პალინოლოგიური კვლევა პალეოგარემოს აღდგენას ემსახურებოდა, ტრასოლოგიური ანალიზი ქვის იარაღების გამოყენებასა და ეკონომიკურ საქმიანობას ადგენდა, ხოლო რადიოკარბონული მეთოდი დასახლების ზუსტ დათარიღებას უზრუნველყოფდა. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საბუნებისმეტყველო მეთოდების ინტეგრაცია არქეოლოგიურ კვლევაში აუცილებელია.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
თეორიული და ინტერდისციპლინური მიდგომები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .