მესხეთის პოლიტიკური გეოგრაფია ახ.წ. I საუკუნეში
ანოტაცია
ნაშრომში განხილულია იბერიულ-სომხური ლაშქრობების ერთი მონაკვეთი. ძვ. წ. I საუკუნის ბოლოს მოსხების ქვეყანა, რომელიც ჭოროხისა და მტკვრის ზემო აუზებს მოიცავდა, სამ ნაწილად იყოფოდა: ერთი ნაწილი (მტკვრის ზემო წელზე: არტაანის, ჯავახეთის და სამცხის პროვინციები) იბერებს ეკავათ, მეორე ნაწილი (კლარჯეთი, შავშეთი და აჭარა ჭოროხის ქვემო აუზში) კოლხებს, ხოლო მესამე (სპერი და ტაო, მდინარე ჭოროხის ზემო და შუა წელზე, და კოლა ზემო მტკვრის ხეობაში) სომხებს. სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური რუკა შეიცვალა ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში, როდესაც „დიდმა სომხეთის სამეფომ“ დაკარგა იბერიის, მცირე სომხეთისა და პონტოს მოსაზღვრე ტერიტორიები. პოლიტიკური გეოგრაფიის შესახებ ცნობების უმეტესი ნაწილი მომდინარეობს პლინიუსის ბუნების ისტორიიდან. პლინიუს ანგარიშების ანალიზი აჩვენებს, რომ: (1) „დიდი სომხეთის“ ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი გადიოდა პონტოს მთების გასწვრივ, ე. ი. ჭოროხ-ევფრატის წყალგამყოფსა და ჰენიოხ/კორაქსის, იგივე კოლას მთებზე, ანუ მტკვარ-არაქსის წყალგამყოფის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. მაშასადამე, ჭოროხისა და ზემო მტკვრის აუზი მდებარეობდა „დიდი სომხეთის“ სამეფოს საზღვრებს გარეთ; (2) რომაელებმა ზემო ჭოროხის ხეობაში (შუა საუკუნეების ავტორების მიხედვით სპერის პროვინცია) მდებარე არმენოხალიბების მიწა მცირე არმენიის მეფეს, არისტობულუსს გადასცეს; (3) იბერიის სამეფომ კი სამხრეთ-დასავლეთით თავისი საზღვრები პონტოს მთებამდე გააფართოვა, დაახლოებით თანამედროვე პაზარიდან (ქალაქი რიზეს პროვინციაში) გონიომდე და მტკვრის სათავეებდამდე. ამრიგად, შუა და ქვემო ჭოროხის აუზის (ტაო, კლარჯეთი და შავშეთი) და მტკვრის ზემო წელზე (კოლა, არტაანი, ჯავახეთი და სამცხე) არსებული მიწები პირველი საუკუნის შუა ხანებში იბერიის შემადგენლობაში იყო. ამ მიწებს პლინიუსი უწოდებს Moschorum tractus. ამდენად, ლაზების კონტროლის ქვეშ შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ჭოროხის სანაპიროს მონაკვეთი (კლარჯეთისა და აჭარის დასავლეთი ნაწილი). პლინიუსის მიერ სამხრეთ კავკასიის აღწერა ეფუძნება სომხეთში რომაელ სარდალთა ლაშქრობების ანგარიშებს, და, შესაბამისად, ღირებული წყაროა იმ პერიოდის რეგიონის ისტორიული გეოგრაფიის შესწავლისათვის.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .