სოფელი ჭორჭოხი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში

ავტორები

  • დავით ახლოური ავტორი

ანოტაცია

ჭორჭოხი ქსნის ზემო წელში, ქარჩოხის ხეობაში მდებარე ერთ-ერთი უძველესი ქართული სოფელია და X საუკუნის ქართულ საეკლესიო საბუთშიც იხსენიება. საბჭოთა პერიოდში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის წარმომადგენლები ისტორიული ტოპონიმის შეცვლას რამდენჯერმე ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სოფელი, ისევე როგორც ახალგორის მუნიციპალიტეტის სხვა ქართული დასახლებები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. სტატიაში განხილულია სოფლის გეოგრაფიული გარემო, ისტორიული ძეგლები, XIX საუკუნის დასაწყისის დემოგრაფიული და ეკონომიკური ვითარება და მათი შედარება XXI საუკუნის დასაწყისის მდგომარეობასთან, ასევე მოსახლეობის დაცლის შედეგები.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-08-17

გამოცემა

სექცია

წყაროთა წარდგინება