ბახტრიონის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის აღსარების მთქმელთა დავთარი როგორც საისტორიო წყარო

ავტორები

  • გულიკო მჭედლიძე ავტორი

ანოტაცია

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია სოფელ ბახტრიონის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მრევლის აღსარების მთქმელთა დავთრები, რომლებიც თავდაპირველად სხვა ეკლესიის დოკუმენტებთან იყო შეცდომით მიერთებული. ეს წყაროები შეიცავს ინფორმაციას მრევლის, სასულიერო პირების, სოციალური სტატუსის, გვარ-სახელების, ოჯახის წევრთა ასაკისა და სქესის, აღსარებისა და ზიარების შესახებ. სტატიაში წარმოდგენილია Qd 12010, Qd 12011 და Qd 12012 დოკუმენტების მონაცემები და ნაჩვენებია მათი მნიშვნელობა დემოგრაფიული, სოციალური და საეკლესიო ისტორიის კვლევისათვის.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-08-17

გამოცემა

სექცია

წყაროთა წარდგინება