აღმოსავლეთისა და საქართველოს რეცეფცია XVII საუკუნის ევროპელი მეცნიერის მიერ

ავტორები

  • მაია ნაჭყებია ავტორი

ანოტაცია

გერმანელი მეცნიერის, იოჰანეს ბისელიუსის ლათინურ წიგნს „მნიშვნელოვანი დამხობანი სამყაროს დასაბამიდან“, რომელიც 1663 წლით არის დათარიღებული, მივაკვლიეთ სლოვაკურ სას კოლო დრამაზე „ქეთევანი, ქართველთა დედოფალი, თავისივე სისხლით შემკული, სცენაზე წარ მოდგენილი“ მუშაობისას. სასკოლო დრამის ავტორი არის სკალიცელი იეზუიტი. ნაწარმოები დაწერილია 1701 წელს და იგი ამავე წელს იქნა წარმოდგენილი სკალიცის იეზუიტური გიმნაზიის სცენაზე. პიესას საფუძვლად უდევს ქეთევან დედოფლის სარწმუნოებისადმი ერთგულების ამბავი. პიესა სრული სახით შემონახული არ არის, ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ სლოვაკიზებულ ჩეხურსა და ლათინურ ენებზე შესრულებულმა სინოფსისმა. სინოფსისში, კერძოდ კი „მოკლე ისტორიულ მიმოხილვაში“. ავტორი ასახელებს იმ წყაროებსა და ავტორებს, რომლებითაც ისარგებლა თავისი ნაწარმოების წერისას. ერთ-ერთი ავტორი არის იოჰანეს ბისელიუსი, რომლის ნაშრომიც აქამდე არ იყო ცნობილი ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის. ჩვენ გავეცანით ბისელიუსის ნაშრომის შესაბამის მონაკვეთებს, სადაც საქართველოსა და ქეთევან დედოფალზეა საუბარი. ბისელიუსის ნაშრომში ქეთევანი მოხსენიებულია კათოლიკური ეკლესიის წმინდანად, რაც, ცხადია, სინამდვილეს არ შეესაბამება და, სავარაუდოდ, ეს ცნობა მას ამბროზიო დუშ ანჟუშის „ნამდვილის ცნობების“ გავლენით აქვს დაწერილი, თუმცა თავად პორტუგალიელმა ბერმა მოგვიანებით აღიარა, რომ ქეთევან დედოფლის გაკათოლიკება სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ბისელიუსი ასევე ყურადღებას აქცევს საკარო ინტრიგებს შაჰის კარზე, მის სამხედრო კამპანიებს: სამ ლაშქრობას საქართველოში, ორმუზის დაპყრობას და აღმოსავლური სამყაროს ტოპონიმიკის საკითხებს. სტატიის ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ თავისი ნაშრომის წერისას ბისელიუსი რამდენიმე ავტორის ნაშრომით სარგებლობდა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-08-17

გამოცემა

სექცია

წყაროთა წარდგინება