ქართული ნუმიზმატიკური საზოგადოების მოამბე
ანოტაცია
„ქართული ნუმიზმატიკური საზოგადოების მოამბე“ ახალი პერიოდული გამოცემაა, რომელიც საინფორმაციო და სამეცნიერო ნაწილებად იყოფა. საინფორმაციო განყოფილებაში წარმოდგენილია საზოგადოების ისტორია, წესდება, ბიუჯეტი და გზამკვლევი ავტორთათვის. სამეცნიერო ნაწილში შვიდი ნაშრომია შეტანილი, რომლებიც შუა საუკუნეების ქართულ მონეტებს, დავით აღმაშენებლის მემკვიდრეთა ემისიებს, გიორგი IV ლაშას მონეტების ახალ ტიპებს, მცირე მონეტარულ განძს, ყალბ ოსმალურ ოქროს მონეტას და ნუმიზმატიკურ-სფრაგისტიკულ მასალას ეხება. ასევე განხილულია ათონის ქართველთა მონასტრის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი მედალი. წარმოდგენილი მასალები მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ნუმიზმატიკისა და ექსონუმიისათვის.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
წიგნების მიმოხილვა
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .