ჯოზეფ პატრიხის წიგნი „საბა, პალესტინური მონასტიციზმის ლიდერი“ (მეორე გამოცემა)
ანოტაცია
ჯოზეფ პატრიხის წიგნის „საბა, პალესტინური მონასტიციზმის ლიდერი“ მეორე გამოცემა 2020 წელს Dumbarton Oaks-მა გამოსცა. ნაშრომი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი მკითხველისათვის, რადგან დეტალურად განიხილავს წმ. საბას ლავრას, სადაც ადრეული ქართული მონასტრული თემიც მოღვაწეობდა და მნიშვნელოვანი მწიგნობრული ცენტრი არსებობდა. წიგნი მიმოიხილავს პალესტინისა და აღმოსავლეთის მონასტიციზმის ადრეულ ფორმებს, წმ. საბას ცხოვრებასა და სამონასტრო მშენებლობას, ლავრების არქიტექტურას, წყლის სისტემებს, ეთნიკურ შემადგენლობასა და საეკლესიო ცხოვრებას. ავტორი წერილობით წყაროებს არქეოლოგიურ მონაცემებს უთავსებს, რაც დასკვნებს დამატებით სანდოობას ანიჭებს. მიუხედავად პირველი გამოცემიდან გასული დროისა, ნაშრომი კვლავ აქტუალური და ფუნდამენტურია.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2026-08-17
გამოცემა
სექცია
წიგნების მიმოხილვა
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .