პეტრე ბუტკოვი გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შესახებ

ავტორები

  • დავით მერკვილაძე დამოუიდებელი მკვლევარი ავტორი
  • ერეკლე ხუციშვილი დამოუიდებელი მკვლევარი ავტორი

ანოტაცია

რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცრის, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიით გატაცებული სწავლულის, პეტრე ბუტკოვის (1775-1857) ნაშრომი, „მასალები კავკასიის ისტორიისათვის 1722-1803 წლებში“, მრავალ საყურადღებო ეპიზოდს შეიცავს საქართველოს ისტორიიდან. ავტორის გარდაცვალების შემდგომ ეს ნაშრომი 1869 წელს ორ ტომად გამოსცა პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ.

 „ქართული წყაროთმცოდნეობის“ წინა ნომერში ჩვენ გამოვაქვეყნეთ პეტრე ბუტკოვის ნაშრომის იმ ნაწილის თარგმანი, სადაც საუბარია ერეკლე II-ის მიერ რუსეთის მფარველობაში მიღების თხოვნის შესახებ. თარგმანის წინამდებარე ნაწილი წარმოადგენს წინა პუბლიკაციის გაგრძელებას. აქ მოთხრობილია რუსეთის საიმპერტორო კარზე კართლ-კახეთის სამეფოს მფარველობაში მიღების, (სინამდვილეში კი ამ ქართული სამეფოს იმპერიის ვასალად გადაქცევის) გადაწყვეტილების მიღებისა და სათანადო პოლიტიკური ხელშეკრულების (გეორგიევსკის ტრაქტატის) გაფორმების დეტალები. აქვე მუხლობრივად მოტანილია აღნიშნული ტრაქტატის ტექსტი. მკითხველი ასევე იხილავს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ სხვა საყურადღებო საკითხებსაც.

ტექსტის ქართული თარგმანი შესრულებულია დავით მერკვილაძისა და ერეკლე ხუციშვილის მიერ და წარმოადგენს ბუტკოვის დასახელებული ნაშრომის 107-109 თავებს. ტექსტს დართული განმარტებების ნაწილი ეკუთვნის ნაშრომის პირველ გამომცემლებს, ნაწილი – მთარგმნელებს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-06-09

გამოცემა

სექცია

წყაროთა თარგმანი და წარდგინება

კატეგორიები