ლევან II დადიანის საფასით მოჭედილ ხატებზე შესრულებული ტექსტები, როგორც შეწირულების გაღების გზით აღაპის გაჩენის უზრუნველმყოფელი იურიდიული დოკუმენტები
ანოტაცია
სტატიაში განხილულია, XVII საუკუნის, ლევან II დადიანის (ოდიშის მთავრის) საფასით მოჭედილ ვერცხლის ხატებზე შესრულებული წარწერები. ტრადიციულად, წარწერები, რომლებიც ასახავს წმინდანის და/ან ხატზე გამოსახულ მოვლენას, ხატის განუყოფელი ნაწილია. ისინი გადმოსცემენ ხატის შინაარსა და მნიშვნელობას. მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არის ხატების უკანა მხარეს აღმოჩენილი ვრცელი ტექსტები, რომლებიც შეწირულობების შესახებ არსებულ ინფორმაციასთან, ამა თუ იმ ეკლესიის წინაშე აღებული ვალდებულებებისა და განჩინებული აღაპების ჩამონათვალთან ერთად, შეიცავს ინფორმაციას ლევან II დადიანის გარდაცვლილი მეუღლისათვის მოსახსენიებელი სააღაპე ტრაპეზის რეგულარულად გადახდის შესახებაც.
კვლევამ აჩვენა, რომ სტრუქტურული თვალსაზრისით ხატების ზურგზე შესრულებული ტექსტები მეტწილად შეესაბამება შუა საუკუნეების საქართველოში არსებულ სიგელის შედგენილობის ტრადიციულ ფორმას. მეორეს მხრივ, ამ ტექსტების უმრავლესობას აკლია შემომწირველის ხელმოწერა, ზოგიერთს კი არ უზის გაცემის თარიღი. ამას გარდა, წაჩხურუს ხატის უკანა მხარეს დატანილი ტექსტის მაგალითზე ვაჩვენეთ, რომ ლევან II დადიანის მიერ შეკვეთილ ხატებზე აღმოჩენილი ტექსტები ქაღალდზე დაწერილი ორიგინალური სიგელების ასლები იყო.
ცხადი ხდება, რომ ლევან II დადიანის საფასით შესრულებული XVII საუკუნის ვერცხლის ხატებზე აღმოჩენილი ტექსტები, ფაქტობრივად, იურიდიული ტექსტებია, თუმცა მათ არ შეიძლება ვუწოდოთ შეწირულობის სიგელები მათზე ხელმოწერისა და განჩინების თარიღის არათანმიმდევრული გამოყენების გამო. ასევე იმიტომ, რომ ეს ტექსტები წარმოადგენენ არა ორიგინალებს, არამედ ქაღალდზე დაწერილი ორიგინალური სიგელების ასლებს.
სტატიის ბოლოს არის მეგრულ ენაზე არსებული რამდენიმე ტერმინის განმარტება, რომლებიც გამოიყენულია ხატებზე დატანილ ტექსტებში.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .