ქორწინებასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი უდიებსა და ქართველებში
ანოტაცია
უდიები ერთ-ერთი ყველაზე პატარა ხალხია კავკასიაში. უდიები კავკასიის ალბანელების შთამომავლები არიან. ალბანეთი, ისევე როგორც საქართველო და სომხეთი, იყო ქრისტიანული სახელმწიფო. ალბანელებს მჭიდრო კულტურული ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან, მაგრამ ალბანეთის სახელმწიფოს დაცემამ და იქ თურქულენოვანი ელემენტის გაბატონებამ ფაქტიურად გაანადგურა ეს ურთიერთობა. ალბანელთა მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩა, უდი ხალხის სახით. უდიებმა შეინარჩუნეს საკუთარი ენა, სარწმუნოება და წეს-ჩვეულებები (რა თქმა უნდა, მათზე გავლენა იქონია თურქულ-აზერბაიჯანულმა გავლენებმა). უდიების ერთმა ნაწილმა შეინარჩუნა მართლმადიდებლური რწმენა (ნაწილი გამაჰმადიანდა ან მონოფიზიტობა მიიღო) და ამით დაუკავშირდა საქართველოს.
ამ წერილში მინდა ხაზი გავუსვა უდიებსა და ქართველებს შორის ქორწინებასთან დაკავშირებულ რამდენიმე საერთო ჩვეულებას. უდიებსა და ქართველებში გავრცელებული მსგავსი საქორწილო წეს-ჩვეულებები არ შემოიფარგლება მხოლოდ აქ წარმოდგენილი, არის კიდევ არაერთი საერთო ჩვეულება, რომელთა შეკრება და საფუძვლიანად შესწავლა მომავალში შეიძლება.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .