დედა ღვთაება დემეტრე და ქართული წარმართული კოსმოგონიის ზოგიერთი საკითხი
ანოტაცია
სტატიის მიზანია ქართული წარმართული მსოფლმხედველობის შესწავლა. ამ მიზნით, ავტორი აკვირდება რამდენიმე ლექსემის არქაული მნიშვნელობას და წარმოადგენს საკუთარ დაკვირვებებს მათი წარმომავლობისა და შინაარსის შესახებ.
ავტორის აზრით, მსოფლიოში ცნობილი ღვთაება დემეტრას (Demeter -ის) სახელი პროტო-ინდო- ევროპული *dyeu- და *mater- ძირებიდან მომდინარეობს (*mater- ძირიდან მომდინარეობის აზრი ცნობილია მეცნიერებაში) და მისი თავდაპირველი მნიშვნელობა იყო დედა ღვთაება მშობელი; ქართველურში პიე *dyeu- ძირიდან უნდა იყოს გადმოსული სვანური დე-სა და დიუ̂ ო- ძირის მსგავსი ფორმა დეა (დია...), რომლიდანაც შემდეგ სიტყვა დედა ჩანს მიღებული; პიე *mater ძირიდან განვითარებულს ჰგავს, ფორმა მატერ-ი (მეტერ-ი), რომელიც, ვფიქრობთ, ქართველურში კარგად ცნობილი სიტყვა იყო და თავდაპირველად, ასევე, „მშობელს“ ნიშნავდა და შემდეგ კი მიწის მნიშვნელობა მიიღო; *mater- ძირიდან გამოსულმა სიტყვებმა ინგლისურსა და სხვა ინდო-ევროპულ ენებში დედის სემანტიკა ერთ-ერთი ენის ზეგავლენით, შესაძლოა, მოგვიანებით შეიძინა; სიტყვა სკნელი პიე *(s)keu- ძირიდან მომდინარედ მიგვაჩნია და იგი დასაზღვრულ ადგილს უნდა ნიშნავდეს, ზესკნელი კი ის ზეციური წიაღი ჩანს, რომლიდანაც ვარსკვლავთა სახით ანგელოზები გადმოჰყურებენ ქვეყნად მცხოვრებ ადამიანებს, – ისინი, ვინც ქვეყნიერებაზეც ჩამოდიან ხოლმე.
ლექსიკური მასალის ანალიზის საფუძველზე ავტორს დასაშვებად მიაჩნია ვარაუდი, რომლის თანახმად, დედა ღვთაება მართლაც იყო ქართველთა წინაპრების ერთ-ერთი სალოცავი, რომელსაც დედა მიწა ერქვა, საფიქრებელია, რომ ქვეყანაზეც ეგულებოდათ მისი ადგილ-სამყოფელი და ცათა მკვიდრადაც მიაჩნდათ იგი; სიტყვები დედამიწა და სკნელი, შესაძლოა, პროტო-ინდო-ევროპულ ძირებთან აღმოჩნდეს დაკავშირებული.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .