1944 წელს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან გადასახლებულთა რეპატრიაციისსაკითხი XX საუკუნის ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში (1989-1990).
ანოტაცია
ნაშრომში განხილულია საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცელი, რომელიც 1944 წელს სამცხე-ჯავახეთიდან გადასახლებულ მოსახლეობას ეხება. ნაშრომის ფოკუსი, რომელიც ჩვენ წამოვჭერით, ქართულ სამეცნიერო სივრცეში ფართო განხილვის საგანი, ჯერჯერობით არ ყოფილა. ნაშრომს არ აქვს პრეტენზია, რომ ამოწურავს საკითხს, თუმცა ჩვენ განზრახული გვაქვს საკითხის კვლევის გაგრძელება და მისი უფრო ფართო კუთხით შესწავლა.
1944 წელს დეპორტირებულთა რეპატრიაციის საკითხი ქართულ რეალობაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მრავალჯერ დადგა დღის წესრიგში და ყოველთვის თან ახლავდა საზოგადოებრივი განხილვები და რიგი წინააღმდეგობები. წინამდებარე სტატიაში ჩვენ ამ ხანგრძლივი პროცესის საწყისი პერიოდი – 80-იანი წლების ბოლო და 90-იანი წლების დასაწყისი განვიხილეთ და წარმოვაჩინეთ, თუ რა დამოკიდებულებები ჰქონდათ სხვადასხვა ჯგუფებს ამ საკითხისადმი. ეს ქრონოლოგიური ჩარჩო სპეციალურად შეირჩა, ვინაიდან, ერთი მხრივ, ეროვნული მოძრაობა 80-იანი წლების ბოლოს ქმნიდა ქართულ კოლექტიურ ისტორიულ მეხსიერებას, მეორე მხრივ კი, მრგვალი მაგიდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ (1990 წლის 28 ოქტომბერი) საკითხის განხილვა სხვა, ოფიციალურ ფორმას იძენს და ამ საკითხის მოგვარება უკვე დამოუკიდებელი საქართველოს „პრეროგატივად“ იქცა. ნაშრომში ვეცადეთ გვეპასუხა უცხოელი მეცნიერებისათვის, რომლებიც 80-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის მხრიდან საკითხის გადაჭრისას, მხოლოდ ნაციონალისტურ თუ შოვინისტურ მოტივებს ხედავენ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .