ქართველი ბერი – იერუსალიმის მეფის ნაცვალი

ავტორები

  • მამუკა წურწუმია დამოუკიდებელი მკვლევარი ავტორი

ანოტაცია

ჰოსპიტალიელთა ორდენის არქივში დაცულია მეთორმეტე საუკუნის დოკუმენტი, რომელიც ასახავს აღმოსავლელი ქრისტიანების დამოკიდებულებას მათდამი. დოკუმენტი დიდი ხანია ცნობილია მეცნიერებისთვის და საფუძვლიანად არის შესწავლილი, მაგრამ მაინც იმდენივე კითხვას წარმოშობს რამდენიც პასუხია. წინამდებარე კვლევაში განხილულია წმინდა მიწაზე შექმნილი ქართული ხელნაწერებში დაცული ცნობები, რომლებსაც დამატებითი სიცხადე შეაქვთ წყაროებში ნახსენები პირების ვინაობისა და ადგილებთან დაკავშირებით.

ქართული ხელნაწერებიდან ჩანს, რომ მეთერთმეტე საუკუნის შუა ხანებიდან მეთორმეტე საუკუნის შუა ხანებამდე წმინდა მიწაზე მოღვაწეობდა და ცხოვრობდა ერთ-ერთი ქართული ფეოდალური ოჯახის სამი თაობა. ქართულ წყაროებში დაცული ცნობები მიუთითებენ, რომ ტრანსიორდანიაში შეჰანის სამონასტრო კომპლექსს ეკუთვნოდა წმინდა მოსეს მონასტერი, დასახლება სახელად „არა“ (Hara) და სხვა მამულები მდინარე არნონის ორივე სანაპიროზე. გარდა ამისა, ადრე გამოთქმული მოსაზრებისაგან განსხვავებით, ჩანს რომ ჯეჰამი იყო არა სამრევლო ეკლესია, არამედ მოსეს სახელობის ქართული მონასტერი.  სტატიაში განხიულია წყაროების საიდანაც ჩანს, რომ მეფე ბალდუინ II-მ საბა ქართველი ქრისტიანულ აღმოსავლეთში დაადგინა თავის წარმომადგენლად, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ სამეფო სამფლობელოები ტრანსიორდანიაში ლათინური სამეფოს ისტორიის დასაწყისშივე დაარსდა და რომ არნონის მიწებიც ამ სამეფოს ეკუთვნოდა და არა ტრანსიორდანიას. გარდა ამისა, დგინდება, რომ ქართული მონასტრის ჰოსპიტალიელთა რიგებში გადაყვანა 1140-1150 წლებით უნდა დათარიღდეს და ქართველმა ბერებმა საავადმყოფოს გადასცეს არა მარტო სოფელი, არამედ შეჰანის მონასტერიც.

ახლად გამოვლენილი გარემოებები ფარტო პერსპექტივას შლის, წარმოგვიდგენს იმ პროცესს, თუ როგორ დამაყარეს იერუსალიმის მეფეებმა ურთიერთობა ადგილობრივ ქრისტიანებთან და ასახავს აღმოსავლელი ქრისტიანების შთამბეჭდავ ინტეგრაციას არა მხოლოდ სამეფო ძალაუფლებასთან, არამედ სამხედრო ორდენებთან. მართლმადიდებლური მონასტრის ნებაყოფლობით გადაცემა კათოლიკურ ორდენზე მიუთითებს იმაზე მჭიდრო ურთიერთობაზე ამ ორი აღმსარებლობის წარმომადგენლებს შორის (ყოველ შემთხვევაში, ფრანკებსა და ქართველებს შორის), ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. თუ გავითვალისწინებთ ქართულ ჯვრის მონასტერს, ფრანკებსა და სამხედრო ორდენებს შორის მჭიდრო კონტაქტებს, ცხადი ხდება, რომ ეს ურთიერთობა ღრმა და ორმხრივი იყო.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-10

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები