XX საუკუნის მეორე ნახევრის აფხაზეთის ისტორიის ისტორიოგრაფია: მოკლე მიმოხილვა

ავტორები

  • გიორგი აფხაზავა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

ანოტაცია

საბჭოთა კავშირში აფხაზეთის უახლესი ისტორიის საბჭოთა პერიოდის თემატიკის შესწავლა ტაბუდადებულად ითვლებოდა. გამოცემული  მცირერიცხოვანი სამეცნიერო წიგნების უმრავლესობა აღნიშნულ საკითხზე დაწერილი იყო მკაცრი ცენზურის პირობებში და მოითხოვს მკაცრ სამეცნიერო კრიტიკას. აგრეთვე პოსტსაბჭოთა პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციაში გამოცემული ლიტერატურა საჭიროებს ღრმა კრიტიკას და ანალიზს. გარკვეულ შეფასებებს და კრიტიკას მოითხოვს ქართულ ენაზეც არსებული მასალა.

ჩვენი ისტორიოგრაფიული კვლევა შეეხებოდა როგორც ქართულ სამეცნიერო ლიტერატურას, აგრეთვე შესწავლილი იქნა უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა. სამეცნიერო ლიტერატურასთან ერთად აფხაზეთის XX საუკუნის მეორე ნახევრის აფხაზეთის ისტორიის ისტორიოგრაფიის საკვლევად დამუშავებულ იქნა პერიოდულ პრესაში თანამედროვე ავტორების გამოქვეყნებული სტატიები. აგრეთვე ქართულ და უცხოურ ინტერნეტსივრცეში მოძიებული და შესწავლილი იქნა საკვლევ თემატიკაზე არსებული სამეცნიერო და ანალიტიკური სტატიები. ასევე  ისტორიოგრაფიულ კვლევაში მოხსენიებულ იქნა აღნიშნულ თემატიკაზე დაცული სადოქტორო დისერტაციები.

გასული საუკუნის მეორე  ნახევრის აფხაზეთის ისტორიის თაობაზე პოსტსაბჭოთა პერიოდში ქართულ ენაზე გამოიცა მრავალი სამეცნიერო ლიტერატურა, რომელთა ნაწილიც მოითხოვს კრიტიკულ შეფასებას. აგრეთვე ქართულ ენაზე არსებობს ჩვენს საკითხზე არსებული პოსტსაბჭოთა პერიოდში პერიოდულ პრესაში  გამოქვეყნებული სტატიები. აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით ქართულ ენაზე არის დაცული ორი სადოქტორო დისერტაცია.

უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურიდან  უმრავლესობა არის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში გამოცემული რუსული წიგნები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ემსახურება აფხაზეთის და მთელი საქართველოს ისტორიის გაყალბებას და ამიტომ ძალიან მკაცრ სამეცნიერო კრიტიკას მოითხოვს. აღნიშნულ პუბლიკაციების მიეკუთვნება ოლეგ ბღაშბას, სტანისლავ ლაკობას, ასლან ავიძბას, ვიტალი შარიას და სხვათა ნაშრომები, რომელიც ძირითადად აფხაზეთის ისტორიის გადაწერაზე და გაყალბებაზე არიან დაფუძნებულები. აგრეთვე აფხაზეთის ისტორიაზე რუსულ ენაზე არის გამოცემული ზურაბ პაპასქირის სამეცნიერო წიგნები, რომლებიც ზემოთ ხსნებული ნაშრომებისაგან განსხვავებით ასახავენ ისტორიულ სინამდვილეს და უცხოენოვან მკითხეველს, მათ შორის ჩვენს მოძმე აფხაზებს ანახებს აფხაზეთის ნამდვილ და გაუყალბებელ ისტორიას. გრიგოლ ლეჟავას რუსულ ენაზე გამოცემული სამეცნიერო ნაშრომი Между Грузиеи и Росиеи исторические корни и современные факторы Абхазо-грузинского конфликта ძირითადად ისტორიულ ჭეშმარიტებაზეა დაფუძნებული და აფხაზეთის უახლესი ისტორის შესახებ ძალიან მნიშვნელოვან, სარწმუნო ფაქტებს და მოვლენებს გვაწვდის. ავტორს ისტორიოგრაფიაში შემოაქვს ახალი საისტორიო წყაროები, მანამდე უცნობი საარქივო მასალები.  დე ფაქტო აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკის ინტერნეტსივრცეში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელშიც იტვრთება გვიანი საბჭოთა პერიოდის აფხაზეთის ისტორიის შესახებ მრავალი სამეცნიერო ლიტერატურა, მონოგრაფიები, სტატიები  და წყაროები რუსულ ენაზე. სამეცნიერო კრიტიკას მოითხოვს აგრეთვე ოკუპირებული დე ფაქტო სეპარატისტული აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული სხვადასხვა სამეცნიერო და ანალიტიკური სტატიები.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-10

გამოცემა

სექცია

ისტორიოგრაფია

კატეგორიები