მიხეილ მაქარაშვილის წერილები და მოგონებები.

ავტორები

  • გიორგი სოსიაშვილი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ავტორი

ანოტაცია

ნიკოლოზის (ნიკუშას) გარდა ილია მაქარაშვილსა და ნინო ჟურულს კიდევ ორი ​​ვაჟი ჰყავდათ.

გენერალ-ლეიტენანტი ილია მაქარაშვილი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის, გიორგი ჟურულის სიძე იყო, ჟურულების ოჯახში ცხოვრობდა. მაქარაშვილი-ჟურულის წყვილის ერთ-ერთი შვილი გიორგი ახალგაზრდა გარდაიცვალა ხოლო უმცროსი მიხეილი 1903 წელს დაიბადა. მიხეილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტიც გახლდათ, 1922 წელს სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად საზღვარგარეთ სასწავლებლად გაემგზავრა. იგი ჯერ გერმანიაში (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი) სწავლობდა, შემდეგ კი, სწავლა გააგრძელა გრენობლის უნივერსიტეტში (საფრანგეთი), სადაც 1927 წლიდან 1928 წლამდე სწავლობდა.

იგი ცხოვრობდა სხვადასხვა ადგილას, ფონტენებლოში, გრენობლში საბოლოოდ კი დასახლდა პარიზში სადაც იგი პოლონელ ელიზაბეტ გლასზე დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი შეეძინა: გიორგი და ინესი. გიორგი საფრანგეთის არმიაში მსახურობდა. უმაღლესი განათლებაც იქ მიიღო და მუშაობდა საბანკო სფეროში, როდესაც სამსახურიდან სამხრეთ ამერიკაში გაგზავნეს. ლიმაში მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე კარმენი, დაქორწინდა და იქ დასახლდა. 1962 წელს იქ მას მისი მშობლებიც ეწვივნენ.

მიხეილ მაქარაშვილი ხშირად აწყობდა შეხვედრებს ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან, სტუმრობდა ევროპის ქვეყნებს ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. 1966 წელს დაესწრო ქართულ ბალეტს „გორდა“ და შეხვდა ვერა წიგნაძეს.

მიხეილ მაქარაშვილი გარდაიცვალა 1967 წლის დეკემბერში, 64 წლის ასაკში. დაკრძალეს ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-10

გამოცემა

სექცია

საარქივო მასალების პუბლიკაცია

კატეგორიები