პეტრე ბუტკოვი რუსეთის მფარველობაში მისაღებად ერეკლე II-ის თხოვნის შესახებ
ანოტაცია
პეტრე ბუტკოვმა სამხედრო სამსახური რუსეთის ჯარში კავკასიაში დაიწყო. 1790-იან წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა სამხედრო ექსპედიციებში. 1801-1803 წლებში ბუტკოვი იყო საქართველოში რუსული ჯარების მთავარსარდლის, გენერალ კ. კნორინგის კანცელარიის უფროსი. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მას წვდომა ჰქონდა კავკასიის შესახებ სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობის ბევრ დოკუმენტზე. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მან განაგრძო ამ თემაზე დოკუმენტური მასალის შეგროვება. მდიდარ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით პ. ბუტკოვმა შეადგინა თავისი დროის კავკასიის უახლესი ისტორია. მაგრამ ის გარდაიცვალა და ვერ მოამზადა ნაწარმოები გამოსაცემად.
მოგვიანებით მეცნიერის დაუმთავრებელი ხელნაწერები მისმა ქვრივმა პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიას გადასცა. რამდენიმეწლიანი შრომის შემდეგ, 1869 წელს პ. ბუტკოვის ხსენებული ნაშრომი სათაურით „მასალები კავკასიის ახალი ისტორიისათვის 1722-1803 წწ.“ ორ ტომად გამოსცა სპეციალურმა კომისიამ.
სტატია წარმოადგენს პ. ბუტკოვის შემოქმედების იმ ნაწილის თარგმანს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადად ეხება ერეკლე II-ის რუსეთისადმი მიმართვის გარემოებებს ქართლ-კახეთის რუსეთის მფარველობაში მიღებასთან დაკავშირებით. ეს ნაწილი არის პ. ბუტკოვის წიგნის 104-106 თავები.
რუსულიდან ქართული თარგმანი შესრულებულია დავით მერკვილაძესა და ერეკლე ხუციშვილის მიერ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .