ექიმ ანტუან-მარი სალვატორის ცნობები ირანში მედიცინისა და ჰიგიენის მდგომარეობის შესახებ (1807-1808)

ავტორები

  • ირინე ნაჭყებია გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

ანოტაცია

XIX საუკუნის დასაწყისში ინდოეთზე ლაშქრობის გეგმაში ნაპოლეონმა ირანს მიანიჭა სტრატეგიული მოკავშირის ფუნქცია და იქ 1805-1809 წლებში წარგზავნილი მისიების წევრებს ამ ქვეყნისა და მისი მეზობლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება დაავალა. წინამდებარე სტატიაში წარმოვადგენთ 1807-1809 წლებში ირანში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი მინისტრის, გენერალ გარდანის, მისიის ექიმის, ანტუან-მარი სალვატორის, ცნობებს ირანში არსებული სამედიცინო ვითარებისა და ინდოეთში სალაშქროდ გასაგზავნი ევროპული ჯარისათვის გასათვალისწინებელი რეკომენდაციების შესახებ. სტატია ეფუძნება სალვატორის ნარკვევებს და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ მის მოხსენებას. 

თავის ანგარიშში ექიმმა სალვატორიმ გააკრიტიკა სპარსელი ექიმები – ჯერაჰი (Dgerrah – არაბ. جراح) ქირურგი და ჰაქიმი (არაბ. حكم) ანუ თერაპევტი (Physicien). სალვატორის მხრიდან სპარსელ ექიმებთან კონტაქტის დამყარების ყველა მცდელობაც ამაო აღმოჩნდა. სპარსელთაგან ბევრი იჩემებდა ექიმობას, მაგრამ მათ არავითარი შესაბამისი ცოდნა არ ჰქონდათ, მედიცინის პირველი პრინციპებიც კი არ იცოდნენ და თავიანთ უვიცობას სიამაყითა და ამპარტავნებით ნიღბავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სპარსელ ექიმებს ჰქონდათ რაღაც წიგნები ანატომიის შესახებ, ისინი ამ საკითხს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, რადგან ირანში ქირურგიას უდიდეს წინააღმდეგობას ისლამი უქმნიდა და ამდენად, იქ ანატომიის პროგრესი შეუძლებელი იყო. ზოგიერთ სპარსელ ექიმს ყფრო მეტად ლოცვებისა და თილისმების სჯეროდა. 

ინდოეთში სავარაუდო ლაშქრობის კონტექსტში, სალვატორიმ გააანალიზა ჯარის არსებობისათვის აუცილებელი პირველი ელემენტი – მცირე აზიისა და სპარსეთის მდინარეების წყლის ხარისხი, შეისწავლა სპარსული სამზარეულო და ევროპული ჯარებისთვის ყოველდღიური სასარგებლო მენიუ შეადგინა. მან ყურადღება მიაქცია სპარსეთში გავრცელებულ თვალის ანთებას - ოფთალმიას. ამ ცნობების საფუძველზე მან ევროპული ჯარისთვის გასათვალისწინებელი რეკომენდაციები ჩამოაყალიბა. ასევე, სალვატორი იყო პირველი ექიმი, ვინც ყურადღება მიაქცია რუსების ლტოლვას ალკოჰოლის მიმართ, შეისწავლა ეს დაავადებას და მას furor bibendi (სიმთვრალით გამოწვეული სიგიჟე) უწოდა. 

სალვატორის ნაწერებიდან აშკარად გამოჩნდა, რომ თავისი ქვეშევრდომებისგან განსხვავებით, ფათჰ-ალი შაჰმა გამოავლინა მეტად პროგრესული დამოკიდებულება ევროპული მედიცინის მიმართ. ამასთან, სწორედ ანტუან-მარი სალვატორი იყო ის პირველი ევროპელი ექიმი, რომელსაც ფათჰ-ალი შაჰმა თავისი ჰარამხანის მკვიდრთა მკურნალობის ნება მისცა. 

 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-10

გამოცემა

სექცია

წყაროთა თარგმანი და წარდგინება

კატეგორიები