„ხუთჯვრიანი მონეტა“ - სამეცნიერო ციტირება და მისი საფრთხეები

ავტორები

  • მაია პატარიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

ანოტაცია

წინამდებარე სტატია წარმოადგენს პასუხს 2022 წელს მეცნიერებათა აკადემიის მაცნეში (N1) აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის კონსულტანტის ნინო ჯაველიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე: „დავით აღმაშენებლისა და ჯვაროსნების „თანაალმობის“ შესახებ“, სადაც ავტორი გამოთქვას კრიტიკულ მოსაზრებას მაია პატარიძის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული წიგნის, უფრო ზუსტად კი მისი ერთი ქვეთავის – „დავით IV-ის საგარეო პოლიტიკური ვექტორი მეფის გამოსახულებიანი მონეტების მიხედვით“ (პატარიძე 2922: 96-110) კრიტიკას.

ნ. ჯაველიძე უარყოფს დავით აღმაშენებლისა და ჯვაროსნების პოლიტიკურ მოკავშირეობას; ამასთანავე, თავის წერილში, უმეტეს ადგილს უთმობს საქართველოს „სეფე დროშის“ წარმომავლობის საკითხს, უარყოფს დავითის გამოსახულებიანი მონეტის რევერსზე ხუთჯვრიანი დროშის გამოსახვის ფაქტს, იმ დროს, როდესაც არც დროშა და მით უმეტეს მონეტაზე მისი  არსებობა მაია პატარიძის ხსენებულ ნაშრომში გაკვრითაც (!) კი ნახსენები არ გახლავთ.

კრიტიკის აბსურდულობიდან გამომდინარე, წერილი მიზნად ისახავს მკითხველის ინფორმირებას აღნიშნული „კრიტიკის“ შესახებ.

 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-10

გამოცემა

სექცია

კომენტარები

კატეგორიები