დისკუსია VI-VII საუკუნეების ქართლის პოლიტიკური ისტორიის საკითხებზე
ანოტაცია
ავტორი, სტატიაში წარმოადგენს VI-VII საუკუნეების ქართლის სამეფოს პოლიტიკური ისტორიის შესახებ მის მიერ ადრე გამოქვეყნებული შრომების მოკლე მიმოხილვას. კონკრეტულად, კი იგი განიხილავს ქართლში მეფობის გაუქმების მის მიერვე შემოთავეზებული ახლებური დათარიღებისა და შემდგომ ადგილობრივი მმართველობის – ერისმთავრის ინსტიტუტის სახით, აღდგენის საკითხებს.
მ. ჩხარტიშვილის მიერ შემოთავაზებული ქრონოლოგია მკვეთრად განსხვავდენა ტრადიციული შეხედულებებისაგან, რომელთა დამკვიდრება სამეცნიერო მიმოქცევაში თავის დროზე განპირობებული იყო იმით, რომ მისი ავტორები ქართველოლოგიის დარგის ფუძემდებლები გახლდნენ, და რომელზეც, ამ ფაქტის გამო, თანამედროვე ავტორების ნაწილმაც ააგო საკუთარი რეპრეზენტაცია.
შედეგად, სხვადასხვა ნაშრომებში, გამოჩნდა ამ შეხედულებათა კრიტიკაც. თუმც, სამწუხაროდ, კრიტიკა განხორციელდა აკადემიური ეთიკის ძირითადი წესების უგულებელყოფით. სადაც კრიტიკოსი არგუმენტების ნაკლებობის დაფარვას უსაფუძვლო და არაზუსტი შენიშვნებით შეეცადა.
სტატიის ავტორი ყველა ასეთ კრიტიკოსს გამოეხმაურა. წინამდებარე ნაშრომში იგი მიუთითებს ვ. გოილაძის ბოლო მონოგრაფიაზე, ეს მეცნიერი აგრძელებს დისკუსიას მისი წინამორბედების სულისკვეთებით, არგუმენტების გარეშე, დასცინის კოლეგებს, რომლებიც მისგან განსხვავებულ იდეებს ავითარებენ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .