ქართული ფეოდალური სოფლის ტერიტორიული აღნაგობის გენეზისი

ავტორები

  • ტარას ახალაია დამოუკიდებელი მკვლევარი ავტორი

ანოტაცია

სტატია მიზნად ისახავს ფეოდალური ხანის სოფლის ტერიტორიული აღნაგობის გენეზისის შესწავლას. ფეოდალური ხანის ქართული წყაროებიდან ირკვევა, რომ სოფელი ორი ძირითადი ნაწილისგან შემდგარ კომპლექსურ სამეურნეო-ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენდა: საგლეხო ფუძეებად დაყოფილი სოფელი (villa) და ამ სოფლის ირგვლივ მდებარე საბატონო მეურნეობა (mansi) სამეურნეო ერთეულებით:  ზვარი (სეფე-ზვარი), ყანა (სეფე-ყანა), ხოდაბუნი, წისქვილი, მთა, ბარი, ტყე, ველი, კლდე, გორა, გზა, ხევი, ვაკე, ღელე, ბორცი, ჭალა, სანადირო, სახნავი, სათიბი, მინდორი, ჭურ-მარანი, ტბა, წყარო, წყალი, რუ, წყალი საწისქვილე.

გენეტურად კი ეს სტრუქტურა „საუხუცესოს“ ინსტიტუტს უკავშირდება. „საუხუცესოს" განვითარება შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ: პატრიარქალურ სახლის ქონებაში „მამის" ძალაუფლების(ჴელის) სიმბოლოდ „საუხუცესო" - მამასახლისისათვის განკუთვნილი წილი გამოიყო. ანუ ვინც საუხუცესოს ფლობდა, გვარის მმართველიც ის იყო. რადგან „მამის“ გარდაცვალების შემდეგ უფროსი „შვილი“ („პირმშო“) ხდებოდა „მამა“, მამასახლისის ძალაუფლების ნიშნად „საუხუცესოსაც“ იგი ეუფლებოდა. შემდგომ ეტაპზე „საუხუცესო“ ძმების გაყოფისას უფროსი ძმის დამატებით წილს შეერქვა.

ძვ. წ . II - I  ათასწლეულის ძველქართულ ტომთა პატრიარქალურ თემში მიწა ორ ნაწილად იყო დაყოფილი, რასაც ხევსურეთის ეთნოგრაფიულად დამოწმებული სატაძრო თემი გვიდასტურებს: თემის წევრების კუთვნილი მიწა და სატაძრო მიწები, რომელიც თემის თეოკრატიული ხელისუფლებას („მამა“//“ხუცესი“) ეკუთვნის. ძველ ქართულ ტომებში სოციალური სტრატიფიკაციის შემდეგ აღზევებულ „მამას“ „უფალი“ ეწოდა,  ხოლო „საუხუცესო“ მიწებს - „სეფე“ (ბატონის კუთვნილი). ასე განვითარდა „საუხუცესოს“ ინსტიტუტიდან „სეფე“, ანუ საბატონო მიწები, რომელზეც სოფელში მცხოვრებთ კოლექტიური შრომა ევალებოდათ. ანალოგიური აღნაგობა აქვს ფეოდალური ხანის ქალაქსაც - ქალაქი და „სეფე“-მიწები მასზე მდებარე ქალაქის პირის სოფლებით, აგარაკებითა და დაბებით. ეს კი არსებითად იმეორებს ფეოდალური ხანის ევროპული სენიორიის აღნაგობას. ფეოდალურ ევროპაში „ვილლად" წოდებულ სოფელში მიწები ორ ნაწილად იყოფოდა — ერთი მხრივ, საგლეხო მეურნეობა — „მანსი" და მეორე მხრივ, სენიორის საკუთრებაში არსებული მიწები — „დომენი".

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-10

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები