უნდილაძეთა საგვარეულოს აღსასრული სეფიანთა ირანში სპარსულ წერილობით წყაროთა შუქზე

ავტორები

  • ნანა გელაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

ანოტაცია

სეფიანთა ირანში (1501-1722) უნდილაძეების  მრავალმხრივი მოღვაწეობის შესახებ ცნობები დაცულია როგორც ქართულ, ისე უცხოურ წერილობით წყაროებში. ხანგრძლივი დროის მანძილზე წარმატებული კარიერის მიუხედავად, ხსენებული საგვარეულოს აღსარული მეტად სავალალო და ტრაგიკული აღმოჩნდა. ამის მიზეზებზე თუ საბაბებზე აზრთა სხვადასხვაობაა წრილობით წყაროებში და შესაბამისად, სამეცნიერო ლიტერატურაშიც ცალსახად გამოკვეთილი თვალსაზრისი არ ფიქსირდება. წარმოდგენილ ნაშრომში ყურადღება ფოკუსირებულია უნდილაძეების მოღვაწეობის დამასრულებელ ეტაპზე, გაანალიზებულია მათი კარიერული დაღმასვლის მიზეზები და შედეგები. საამისოდ საუკეთესო პირველწყაროებად გვევლინება XVII საუკუნის სპარსული საისტორიო თხზულებები, რომელთა ავტორები მათ მიერ აღწერილი მოვლენების თანამედროვენი, ზოგ შემთხვევებში კი თვითმხილველებიც იყვნენ. ასეთ ნაშრომთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ისქანდერ მუნშის „გაგრძელება“ (რომელიც მისი ფუნდამენტური თხზულების - „აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის“ გაგრძელებას წარმოადგენს), მოჰამმად მა’სუმის „ცხოვრების მოკლე აღწერილობა“, მოჰამმად იუსუფის „სამოთხე“ და აბუ ალ-მაფახერ თაფრეშის „შაჰ სეფის ისტორია“, რომელთა ცნობები საქართველოს შესახებ ჩვენს მიერ იქნა თარგმნილი სპარსულიდან ქართულად. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით საყურადღებო ინფორმაცია მოიპოვება ასევე XVII საუკუნის სპარსულ ლიტერატურულ თეზქერეებში ანუ ანთოლოგიებში. მათი გადმოცემით, სეფიანთა ირანის ლიტერატურულ ასპარეზზე ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ და პოპულარობით სარგებლობდნენ ალავერდი-ხან უნდილაძის შთამომავლები, რომლებიც შაჰ სეფი I-ის მიერ ამ საგვარეულოს მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს გადაურჩნენ.

       განხილულ სპარსულ წერილობით წყაროებში დაცული ცნობების პარალელური ინფორმაციის შემცველ სხვა წყაროებთან შეჯერებისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, წარმოდგენილ ნაშრომში გამოტანილია სათანადო დასკვნები. კერძოდ, უნდილაძეების მიმართ განხორციელებული სასტიკი სადამსჯელო ოპერაციებისათვის კატალიზატორის როლი შეასრულა 1632 წლის შემოდგომაზე დაუდ-ხან უნდილაძისა და მეფე თეიმურაზ I-ის მიერ ორგანიზებულმა აჯანყებამ, რომელი სეფიანთა ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა, ზოგიერთ წყაროში საამისოდ სხვა მიზეზიც სახელდება. კერძოდ, თითქოს შაჰ სეფი ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ ძმები უნდილაძეები შაჰ აბას I-ის უკანონო ვაჟის გამეფებას აპირებდნენ და ამის გამო გადაემტერა მათ. ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია ის ისტორიული რეალობაც, რომ შაჰ სეფი გამეფებისთანავე ნეგატიურად იყო განწყობილი უნდილაძეების მიმართ, რომლებიც თავიანთ მომხრეებთან ერთად, უპირისპირდებოდნენ ირანში აღზევებულ ქართველთა მეორე დაჯგუფებას ხოსრო-მირზას (შემდგომში ქართლის ვალის - როსტომის) მეთაურობით, რომელსაც თავად  შაჰ სეფი ლობირებდა

 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-12-21

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები