ოსები და ქართული იდენტობა ბეჭდურ მედიაში (დროება, ივერია, ცნობის ფურცელი)

ავტორები

  • ქეთევან მანია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ოსები, ქართული იდენტობა

ანოტაცია

XIX ს-ის მეორე ნახევარში კოლონიალიზმით გამორჩეული რუსული მმართველობა გადაშენებით ემუქრებოდა ქართულ იდენტობას. კოლონიალიზმი მთელი სიმძაფრით ქართული ტერიტორიების გახლეჩისაკენ იყო მიმართული. ამ მიზნით, ქართული ისტორიული კუთხეების მცხოვრებთ სხვადასხვა წარმომავლობის ერებად ასახელებდა და შიდა დაპირისპირების საფუძველს ქმნიდა. ამგვარად შეიქმნა ისტორიული სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ამ ფაქტს არაერთი საგაზეთო კორესპონდენცია ადასტურებს.

წინამდებარე გამოკვლევაში ეთნოსიმბოლისტური მიდგომით წარმოდგენილია ოსები და ქართული იდენტობის ისტორიის კვლევა ბეჭდური მედიის (დროება, ივერია, ცნობის ფურცელი) რეპრეზენტაციით.

მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან მასალაზე დაკვირვებით, ქართული ბეჭდური მედია დენაციონალიზაციის პირობებში აქტიურ პროპაგანდას ეწეოდა და ახდენდა საერთო დარაზმულობას იდენტობის ტერიტორიის, ენის, სარწმუნოების დასაცავად. საგანგებოდ ზრუნავდა სწავლა-განათლების ამაღლებაზე, ამ მიზნით ხელს უწყობდა სამრევლო სკოლების გახსნისკენ მიმართულ ყველა წამოწყებას. ქართული კულტურის ძეგლების რეპრეზენტაციით კი ცდილობდა საერთო ქართული კულტურის ისტორიული არსებობის დადასტურებას. ფართო მსჯელობებით მეხსიერების ადგილების მნიშვნელოვნობაზე, მედია აღძრავდა მკითხველებში ეროვნულ სენტიმენტებს და მოუწოდებდა მათ კულტურული ძეგლების დაცვისაკენ. ამგვარი აქტივობებით ხელს უწყობდა სამაჩაბლოს დანარჩენ საქართველოსთან ერთიანობის სენტიმენტების გაძლიერება-განმტკიცებას და კულტურული ერთობის შექმნას.

 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-12-21

გამოცემა

სექცია

ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კატეგორიები