რელიგიური სასამართლო: წარმართული, ქრისტიანული კანონიკური და მუსლიმური სამართალი შუა საუკუნეების სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში
საკვანძო სიტყვები:
რელიგიური სასამართლოანოტაცია
სტატიაში განხილულია შუასაუკუნეების სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში რელიგიური სასამართლოები, რომელთა ანალიზი წარმოდგენილია ქრონოლოგიურ დინამიკაში. გამოკვლევა კანონიკური სამართლის სფეროში ძველ-ქართულ წერილობით წყაროებს, უპირატესად, ქართული სამართლის ძეგლებს, ხოლო ხალხური სასამართლოები ეთნოგრაფიული მასალებს ეფუძნება, მუსლიმანური წესით გასამართლება კი შესწავლილია XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის პერიოდული პრესისა და ხალხურ ყოფაში გამოვლენილი ფაქტების მიხედვით.
შუასაუკუნეების საქართველოში ხალხური რელიგიური სასამართლოს პარალელურად საეკლესიო – კანონიკური სამართალი არსებობდა, რომელშიც ცალკეული მუხლის სახით ასახული იყო თითქმის ყველა ის სამართლებრივი პრობლემა, რომელსაც საზოგადოებაში ჰქონდა ადგილი. კანონიკურ, ისე, როგორც სახელმწიფო – ფეოდალური სამართლის წიგნების სხვადასხვა მუხლს საფუძვლად ედოთ ხალხური სამართლის ნორმები. რელიგიურმა სასამართლომ ბევრი რამ წარმართული ჩვეულებებიდან მიიღო, სადაც სამართლებრივი განსჯაც წარმართული რწმენა-წარმოდგენებით იყო შეჯერებული. მუსლიმანურ ნორმატივზე დამყარებული სასამართლო ორგანიზაციებიდან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ყადის სასამართლო უნდა გამოიყოს, რომლის ამოსავალიც შარიათი იყო.
ქრისტიანობის დამკვიდრებამდე, ხოლო შემდეგ ისლამის გავრცელებამდე აჭარაში ხალხური სასამართლო ოდითგანვე არსებობდა, რომელიც თემის წევრთა ცხოვრების წესის ორგანული ნაწილი იყო და თემის სიცოცხლისუნარიანობისა და ნორმალური არსებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა, შარიათის საფუძველზე ყადების სასამართლო კი სათემო ცხოვრებაში გარეგანი ფაქტორებით ჩაერთო, როცა ოსმალთა მმართველობის ხანაში ისლამმა არც თუ ისე ეფექტურად ქრისტიანულ გარემოში ძალმომრეობით დაიწყო გავრცელება და, შესაბამისად, დამკვიდრება. ისლამს თან შემოჰყვა მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ინსტიტუტები ყველა იმ აუცილებელი კომპონენტით, როგორც ეს ტიპურ მუსლიმანურ ყაიდაზე მოწყობილ სახელმწიფოებში იყო.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .