გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასების საკითხისათვის
საკვანძო სიტყვები:
გეორგიევსკის ტრაქტატიანოტაცია
რუსეთის იმპერიისა და ქართლ-კახეთის სამეფოს წარმომადგენლებმა 1783 წელს გეორგიევსკის ციხეში გააფორმეს ხელშეკრულება. ტრაქტატის შედეგებიდანნ გამომდინარე ის დღემდე არ კარგავს აქტუალობას.
რუსეთის კოლონიური მმართველობა გეორგიევსკის ტრაქტატს ისე წარმოადგენთა თითქოს, მეფე ერეკლეს სურდა დაემყარებინა „მუდმივი კავშირი“ „თანამორწმუნე რუსეთთან“ იდეოლოგიური თვალსაზრისით.
რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, გაჩნდა შესაძლებლობა გამოტქმულიყო თავისუფალი აზრი რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების ისტორიის შესახებ. თუმცა, საკითხი საკმარისად ღრმად ვერ იქნა შესწავლილი.
საბჭოთა პერიოდის პირველ ეტაპზე ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლას უწოდებდნენ „უმცირესი ბოროტების“ აქტს, რომელმაც „იხსნა ქართველი ხალხი ფიზიკური განადგურებისგან“. კომუნისტური მმართველობის მეორე ეტაპზე გეორგიევსკის ხელშეკრულება საბჭოთა პროპაგანდამ უპირობო „პროგრესულ მოვლენად“ გამოაცხადა.
ზოგიერთი „საბჭოთა“ ისტორიკოსი გულწრფელად და მტკიცედ იზიარებდა საბჭოთა პროპაგანდის მიერ დირექტივების სახით მოცემულ დებულებებს. მეორე ნაწილი, ალბათ, სრულად არ ეთანხმებოდა ამ „მეცნიერულ დოგმებს“, თუმცა მაინც ისნი მაინც ითვალისწინებდნენ კომუნისტური პარტიის იდეოლოგიურ მითითებებს. იყო იშვიათი გამონაკლისები, როდესაც ზოგიერთი მეცნიერი თავის კვლევაში ყურადღებას ამახვილებდა ტრაქტატის უარყოფით მხარეებზეც, თუმცა მათი დასკვნები პროპაგანდისტულ ჩარჩოს შეესაბამებოდა.
საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც კი ხალხის გონებაში დარჩა პროპაგანდისტული სტერეოტიპები გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ.
ბოლო დროს საინტერესო ტენდენცია გაჩნდა: საქართველოს „მხსნელთან“ რუსეთთან და „ძმურ“ რუს ხალხთან მეგობრობის ადრინდელი იდეის „ბრძენი და წინდახედული“ მეფის ერეკლეს იდეით შეიცვლისა. ამგვარად, ზოგიერთმა ქართველმა მეცნიერმა ახალი სული შთაბერა საბჭოთა „მცირე ბოროტების“ თეორიას.
ჩვენ არ იმ მოსაზრებას ვიზიარებთ, რომ ამასიის გეოპოლიტიკური სისტემის პირობებში საქართველოს ხელისუფლებას სხვა გზა არ ჰქონდა და რუსეთზე ორიენტაცია მისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო არსებული გეოპოლიტიკური სისტემის დასაშლელად.
ბოლო დროს, რუსული საზოგადოების ცალკეულ წრეებში არის მცდელობა ძველი თეორიების ახლებურად აღორძინებისა. ზოგიერთი მათგანი ცდილობს გაამართლოს რუსეთის მიერ საქართველოს სამეფოს ანექსია და ამტკიცებენ, რომ რუსეთის ვასალმა ერეკლემ თავად დაარღვია ხელშეკრულების ზოგიერთი პირობა. მაგრამ ეს რუსული ისტორიული დოკუმენტებითაც კი არ დასტურდება.
კვლევაში, მხოლოდ ორიგინალური წყაროებისა და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, აღნიშნული საკითხი დანახულია განსხვავებული რაკურსით.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .