ქოროღოს რელიეფები, როგორც ადგილობრივი თემის მიერ ეკლესიის აგებისა და ერთობლივი ფლობის დამადასტურებელი პირველადი ისტორიული წყარო

ავტორები

  • ლადო მირიანაშვილი დამოუკიდებელი მკვლევარი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ქოროღოს რელიეფები, ისტორიული წყარო

ანოტაცია

სტატია არის მცდელობა ვიზუალური გამოსახულებების საისტორიო წყაროდ მოხმობისა. ამ ტიპის გამოსახულებები, წერილობითი წყაროების მსგავსად, მნიშვნელოვან ისტორიულ კონტექსტს შეიცავს. ისინი ერთი შეხედვით, სტატიკური ინფორმაციის მატარებელია, თუმცა სინამდვილეში მრავალმხრივობა და მრავალაზროვნება ახასიათებს. ეს განსაკუთრებით ადრე შუა საუკუნეების გამოსახულებებში შეიმჩნევა. ამიტომაცაა, რომ ვიზუალური საისტორიო წყარო ისეთივე კრიტიკულ ანალიზს საჭიროებს, როგორსაც  წერილობითი წყარო.

სტატიაში განხილულია ქოროღოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთი ფასადის ლავგარდანზე არსებული რელიეფები. მათმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ ეკლესია ეპისკოპოსისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა ერთობლივი ქტიტორობით აიგო. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ X-XI საუკუნეებში ფეოდალური წყობა და ფეოდალთა გავლენა მთიულეთზე საკმაოდ სუსტი იყო.  შესაბამისად, გამოირიცხება ზოგიერთი მკვლევრის მიერ გამოთქმული მოსაზრების შესაძლებლობას, რომ ქოროღოს ეკლესიის აგება რომელიმე დიდებულის, ან კახეთის სამთავროს ქორეპისკოპოსის ქტიტორობას უკავშირდებოდა.

დასაბუთებულია, რომ ეკლესიის კარიბჭის სვეტისთავის რელიეფზე გამოსახული სწორკუთხა, სამფრთიანი კამარის მქონე სწორკუთხა საგანი არ შეიძლება ეკლესიის გეგმა იყოს, როგორც აქამდე იყო მიჩნეული. ნახსენები „გეგმა“ ქტიტორის ხელში მოდელის ანალოგად იყო მიჩნეული და შესაბამისად რელიეფზე გამოსახული შუახნის მამაკაცი ქოროღოს ეკლესიის ქტიტორად იყო მიჩნეულნი. სტატიაში ეს მოსაზრება უკუგდებულია: ეკლესიის ჯგუფური ქტიტორები, ეპისკოპოსისა და სხვადასხვა სამუშაოთი დაკავებული თემის წევრების სახით, დასავლეთ ლავგარდანზე არიან გამოსახულნი.

გადათარიღდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთი ფასადის სარკმლის ზედანზე შესრულებული წარწერა. როგორც პალეოგრაფიულმა ანალიზმა აჩვენა, ის თარიღდება არა XII საუკუნით, როგორც აქამდე იყო მიჩნეული, არამედ X-XI საუკუნეების მიჯნით და შესაბამისად, ეკლესიის მშენებლობის თანადროულია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-12-21

გამოცემა

სექცია

საერთაშორისო პრეზენტაცია