ტაო-კლარჯეთის ქართული მოსახლეობის ნათესაობის ტერმინოლოგიური მოდელი (ეთნოკულტურული და სოციოლინგვისტური პრობლემები)

ავტორები

  • ნუგზარ მგელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ტერმინოლოგიური მოდელი

ანოტაცია

ტაოსა და კლარჯეთში დიდმა სახლეულებმა და ლინიჯთა ტრადიციულმა სისტემამ საფუძველი ჩაუყარა აღწერილობით ტერმინოლოგიას. დიდმა სახლეულმა და ლინიჯის ტიპის სოციალურმა ორგანიზაციამ, რომელსაც ტაო-კლარჯეთის ქართულ მოსახლეობაში „სულალე’ს” უწოდებენ, Ego-სთან ნათესაურ ურთიერთობაში მყოფი ცალკეული ინდივიდის საერთო სახელწოდების ქვეშ დაჯგუფებას ნიადაგი გამოაცალეს და შესაბამისი სახელწოდებებით ისინი ცალკეულ კატეგორიად გამიჯნეს. უფლებები და ვალდებულებები სოციალურ, სამართლებრივ და ქონებრივ სფეროში, ნათესაური საფეხურების მიხედვით იყო დიფერენცირებული. სიშორე-სიახლოვის მიხედვით „სულალე’ს” წევრთა ნათესაურ კატეგორიებად დაყოფამ და უფლება-მოვალეობების შესატყვისი დიფერენცირებული ფორმების ჩამოყალიბებამ, აუცილებელი გახადა ნათესაობის ნომენკლატურის ასეთივე დიფერენცირებული ფორმების წარმოშობა. ამიტომაა, რომ ნათესაობის ტერმინები სულალეს წევრთა შორის არსებულ უფლებრივ ნორმებს ირეკლავს. ფაქტია ნათესაობის ტერმინებსა და ქცევის ნორმებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი რომ არსებობს. Ego-სთან მიმართებაში ნათესავები სხვადასხვაგვარად იქცევა, ნაწილი განსხვავებულად, ნაწილი კი - მსგავსად, ე. ი. ერთი ტერმინის ქვეშ გაერთიანებულ ინდივიდთა ჯგუფი მსგავსი უფლება-მოვალეობების მატარებელია, ხოლო იმ პირებს, რომლებიც განსხვავებული ნათესაობის ტერმინებით აღინიშნებიან, ნათესაობაში სხვადასხვა უფლებრივი მდგომარეობა უკავიათ. თითოეული alter-ი ბიოლოგიურადაა დაკავშირებული ego-სთან, მაგრამ მასთან მიმართებაში ერთი ჯგუფი იდენტური, ხოლო მეორე ჯგუფი განსხვავებული სოციალური სტატუსის მატარებელია.

საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარების პარალელურად, ახალ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ტაოში პატრიარქალური ცხოვრების წესი თანდათანობით ცვლილებებს დაექვემდებარა, შესაბამისად, ცვლილებები დაიწყო ნათესაობის ტერმინოლოგიურმა ტიპებმაც.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-12-21

გამოცემა

სექცია

თეორია ისტორიულ კვლევაში და ისტორიოგრაფია