ნიკოლაი დუბროვინი იმერეთის სამეფოს შესახებ
საკვანძო სიტყვები:
ნიკოლაი დუბროვინი , იმერეთის სამეფოანოტაცია
ნიკოლაი დუბროვინი (1837-1904) დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა რუსეთის სამხედრო ისტორიას საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით. საარტილერიო სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა რუსეთის ჯარში ოფიცრად. მისი კარიერა საარტილერიო ბრიგადადან დაიწყო, შემდეგ კი პეტერბურგის ოლქის საარტილერიო დივიზიის შტაბში გადავიდა. 1869 წელს გაგზავნეს არმიის გენერალურ შტაბში სამხედრო-ისტორიული კვლევებისთვის.
1886 წელს გენერალ-მაიორი ნ. დუბროვინი აირჩიეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ხოლო 1893 წლიდან იგი იყო მისი შეუცვლელი მდივანი გარდაცვალებამდე. ნ. დუბროვინს მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო.
მან შეისწავლა და გამოაქვეყნა რუსეთის იმპერიის მიერ XVIII-XIX სს-ში წარმოებული ომების ისტორია. ბუნებრივია, ნ. დუბროვინი იყო რუსული იმპერიული პოლიტიკისა და ზოგადად იდეოლოგიის მტკიცე მხარდამჭერი. თუმცა, ვინაიდან ავტორი იყენებს ძალიან მნიშვნელოვან საარქივო მასალებს (რომელზეც თანამედროვე ქართველ მეცნიერებს ამჟამად ნაკლებად აქვთ წვდომა), ნ. დუბროვინის შრომები დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
განსაკუთრებით საინტერესოა ნ. დუბროვინის მიერ 1871-1888 წლებში ექვს ტომად გამოცემული ნაშრომი – „ისტორია რუსების ომისა და მფარველობისა კავკასიაში“ (История войны и владычества русских на Кавказе).
ამჯერად „ქართული წყაროთმცოდნეობის“ მკითხველს გვინდა გავაცნოთ ნ. დუბროვინის ზემოაღნიშნული ნაშრომის ერთი მონაკვეთის ქართული თარგმანი. ეს გალხავთ მე-2 ტომის მეოთხე თავი, რომელიც ავტორის მიერ 1886 წელს გამოიცა. მასში დაცულია XVIII საუკუნის 80-იანი წლების იმერეთის სამეფოს შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცნობა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .