ქსნის ხეობის სოფელ საძეგურის ისტორიიდან
ანოტაცია
ნაშრომში საუბარია ქსნის ხეობის მაღალმთიან სოფელ გოლგოლეთის წარსულზე, რომელიც დღეს უკვე ნასოფლარია და მდებარეობს ახალგორის მუნიციპალიტეტის ქარჩოხის თემში.
ქარჩოხის ხეობის მოსახლეობის ხსოვნას გოლგოლეთის შესახებ დღეს უკვე საკმაოდ მწირი ცნობები შემორჩა. მხოლოდ ასაკოვან ადამიანებს თუ სმენიათ მცირე რამ ამ უძველეს ქართულ სოფელზე, რომელიც მოხსენიებულია X საუკუნის სამთავისის საყდრის გამოსავლის დავთარში. მიუხედავად ამისა, ჩვენამდე მოღწეული დემოგრაფიული და ეკონომიკური ხასიათის ნუსხების, ქართველ და უცხოელ ავტორთა ჩანაწერებისა თუ ქსნური ზეპირსიტყვიერების ანალიზით, ასევე მეზობელი სოფლების მოსახლეობის მონათხრობსა და ნასახლარებზე დაკვირვებით შესაძლებელი ხდება სოფლის წარსული სურათის აღდგენა.
XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქსნის საერისთავოს სტატისტიკური აღწერილობები, სამთავისის საყდრის დავთართან და ფოლკლორულ მონაცემებთან ერთად, საშუალებას გვაძლევს ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ქენქაძეების ორი სხვადასხვა სოფელი - ქენქაანთკარი და გოლგოლეთი და მეტ-ნაკლები სიზუსტით მოვახდინოთ მათი ლოკალიზება.
სოფლის წარსულის კვლევის შედეგად ნათელი ხდება, რომ გოლგოლეთის საზღვრებში შედიოდა თანამედროვე ქენქაანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ვრცელი ტერიტორია, რომელიც მოიცავს ბეჟუანთ, მზარეულიანთ და ზაქუტაანთ უბნებს, სადაც იკვეთება ნასახლარების, ციხე-კოშკების, სალოცავებისა და სახნავი მამულების კვალი.
ნაშრომში საუბარია ასევე სოფლის ტოპონიმებზე, საძოვრებზე, ქედებზე, ხევებზე, წყაროებზე, წისქვილებზე, ბუნებისეულ წიაღისეულზე... გამოკვეთილია სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციის მიზეზები და შედეგები. გოლგოლეთის მოსახლეობის ნაწილი მეზობელ სოფელ ქენქაანში დამკვიდრდა, ნაწილი – ქართლისა და კახეთის სოფლებში. ქენქაძეების დიდი ნაწილი დასახლდა შირაქის ვაკეზე, ზემო ქედში, სადაც ქსნის ხეობიდან მოსახლეობის მიგრაცია XX ს-ის 10-იანი წლებიდან იწყება.
ნაშრომის ბოლოს გავლებულია პარალელები წარსულსა და თანამედროვეობას შორის და ნაჩვენებიას ის მძიმე შედეგები, რაც ახალგორის მხარის ოკუპაციას მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ეს შედეგები განსაკუთრებით ტრაგიკული აღმოჩნდა ქარჩოხის ხეობისთვის, სადაც სოფლების უმრავლესობა, გოლგოლეთის მსგავსად, დღეს უკვე ნასოფლარადაა ქცეული.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .