თეოფილ დეიროლის „მევენახეობა კავკასიის დასავლეთ პროვინციებში“
საკვანძო სიტყვები:
Théophile Deyrolleანოტაცია
1869 წელს დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა ახალგაზრდა ფრანგი ენტომოლოგი და ფერმწერი თეოფილ დეიროლი. მოგზაურობის დროს მან შეაგროვა ვაზისა და ხეხილის ნიმუშები საფრანგეთში გაგზავნის მიზნით. იმავე წელს, მოგზაურობის დროს შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, დეიროლმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მევენახეობა დასავლეთ კავკასიის პროვინციებში“, „საფრანგეთის იმპერიული და ცენტრალური მებაღეობის საზოგადოების ჟურნალში“. ეს არის პირველი სტატია ქართულ მევენახეობაზე, რომელიც გამოქვეყნდა ევროპულ სამეცნიერო პრესაში. ავტორი აღწერს საქართველოში გავრცელებული ვენახის სხვადასხვა ფორმებს, ყურძნის მოსავალს, ქვევრებში ღვინის დაყენებას (ღვინის დუღილისა და დაძველებისთვის დამარხული თიხის ჭურჭელი). ამავე დროს, ეს არის კრიტიკული სტატია, რომელშიც დეიროლი ცდილობს დააზუსტოს და დახვეწოს სხვა ფრანგი მოგზაურების მიერ მოხსენიებული ინფორმაცია. ავტორი არ ერიდება თავის მოსაზრებას ქართულ ღვინოებზეც. დეიროლი თავისი სტატიის ბოლოს გვაწვდის ქართული ვაზის ყველაზე პოპულარული ჯიშების ჩამონათვალს, რომელთაგან ზოგიერთი დღეს უცნობია. წარმოგიდგენთ ამ სტატიის თარგმანს ფრანგულიდან ქართულად, რადგან ის წარმოადგენს ღირებულ წყაროს ქართული მევენახეობის ისტორიის შესწავლაში.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .